საზოგადოება მოსკოველმა ქალმა საკუთარი ახალშობილი სოციალური ქსელის მეშვეობით 1 მილიონად გაყიდა 2019, 6 მარტი, 19:52 როგორც რუსული მედია გვატყობინებს, მოსკოველმა გოგონამ სოციალური ქსელის ახალი საიტის მეშვეობით შეძლო საკუთარი ახალშობილი ერთ მილიონ რუსულ რუბლად ( მანეთად ) გაეყიდა. ამის შესახებ " РИА «Новости" იუწყება.
5 მარტს მოსკოველმა მიიღო ფული ერთი მილიონი რუსული მანეთი და მყიდველს გადასცა თავისი გოგონა.
23 წლის ქალმა ბავშვის გაყიდვის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ჩვილის ღირებულება მილიონი რუბლი იყო.
„გარიგება“ მყიდველსა და დედას შორის დამნაშავის ბინაში შედგა. ქალმა მიიღო ფული, გოგონა „მფლობელს“ გადასცა, რის შემდეგაც დედა დააკავეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არასრულწლოვნის გაყიდვის მუხლით აღიძრა.
დაკითხვაზე დედამ ბრალი აღიარა. გამომძიებლები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ქალს დააპატიმრებენ.საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.გავრცელებული ინფორმაციით 23 წლის დედა, რომელმაც ქალიშვილი 1 მილიონ მანეთად გაყიდა ღამით ტყეში დააპატიმრეს. 60 4-ს მოსწონს
|