x
image
დავითი ჩუთლაშვილი
განსაცვიფრებელი დაავადება, რომელიც ადამიანს ძეგლად აქცევს

სკლეროდერმიაბავშვობაში ალბათ წაგიკითხავთ ზღაპრები იმის შესახებ, თუ როგორ გადააქცია ესა თუ ის მზეთუნახავი ბოროტმა ჯადოქარმა ქვის ქანდაკებად. ალბათ, მედუზა გორგონას შესახებაც გსმენიათ, რომელიც ყველას, ვინც მას სახეში შეხედავდა, ქვად გადააქცევდა ხოლმე და რომელიც ბოლოს პერსევსმა მოკლა. რა თქმა უნდა, თქვენ იფიქრებდით, რომ ეს ყველაფერი ზღაპრები და მითებია და როცა წამოიზარდეთ, ყველაფერი დაგავიწყდათ ადამიანის გაქვავების შესაძლებლობის შესახებ, არა?

არადა, თურმე რეალურად არსებობს დაავადება, რომელიც ადამიანს ლამის მართლა ქვის ქანდაკებად აქცევს და მას სკლეროდერმია ჰქვია.

სკლეროდერმიის პირველი სიმპტომი არის სახის გაქვავება: პაციენტს თვალებთან, ყურებთან, შუბლზე, ლოყებსა და ცხვირზე კანი უქვავდება და ნიღბად გადაექცევა.

შემდეგ გაქვავება გადადის ხელებსა და ფეხებზე, შემდეგ კი – სხეულის დანარჩენ ნაწილებზე.

მოგვიანებით ქვავდება სხეულის ყველა ნაწილი, შინაგანი ორგანოების ჩათვლით.

მთელი ამ პერიოდის მანძილზე (რომელიც ხანდახან წლობითაც კი გრძელდება), ადამიანი გაქვავებულია ერთსადაიმავე პოზაში, არ შეუძლია არც ხელის ან ფეხის გატოკება, არც გაღიმება, არც ტირილი და არც დალაპარაკება.

დაავადების მიზეზს წარმოადგენს სხეულისვე იმუნური სისტემა, რომელიც კოლაგენს გამოიმუშავებს სრულიად არასწორ ადგილებში, თუმცა რა იწვევს არასწორ იმუნურ რეაქციას, რასაც სკლეროდერმიამდე მივყავართ, თანამედროვე მედიცინისთვის უცნობია.


განვითარების თანამედროვე ეტაპზე ჩვენთვის უცნობია ამ საშინელი დაავადების წარმოშობის მექანიზმები.

სკლეროდერმიით ყოველწლიურად ავადდება 100 000-დან 2 ადამიანი.

ქალები 4-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები.

როგორც უკვე ვთქვით, სკლეროდერმია უკურნებელი ავადმყოფობაა. თუმცა თანამედროვე მედიცინა ცდილობს, ის მონოკლონური ანტისხეულები გამოიყენოს მის წინააღმდეგ, რომლებიც ლიმფომების წინააღმდეგ გამოიყენება (მაგ. რიტუქსიმაბი) ან რევმატოიდული ართრიტის წინააღმდეგ (ტოცილიზუმაბი).

ბოლო პერიოდში ასევე ტარდება ცდები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ივარგებს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია სკლეროდერმიის წინააღმდეგ.


1
148
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
148
  
2019, 1 მარტი, 0:09
არცერთი სიმპტომი, რომლებიც აქაა ჩამოთვლილი გაქვავებასთან დაკავშირებით, არ არის სიმართლე. არაფერი არ ქვავდება, უბრალოდ ქსოვილების გამტარიანობის ფუნქცია დუნდება და სკლეროდერმია უკავშირდება ძირითადად სისხლძარღვების დაავადებას, რაც იწვევს კანის ქსოვილების უბრალოდ გაუხეშებას და გამკვრივებას, არაფერი არ ქვავდება. ასეთი პაციენტი მყავდა სახლში 7 წელი და ყველა ადრეული თუ გვიანი სიმპტომი ზეპირად ვიცი. სიკვდილის ბოლო დღემდე დადიოდა, ჭამდა, საუბრობდა და საღად აზროვნებდა. ადრეული სიმპტომია - ხშირი ოფლიანობა, ქოშინი, უმადომა, ერთგვარი სისუსტე და წონაში კლება.
0 1 1