საზოგადოება
სანზონაში 4 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზი დედის მიერ მიყენებული დაზიანებები გახდა
2019, 27 თებერვალი, 21:29
სანზონაში 22 იანვარს გარდაცვლილი ბავშვის სიკვდილის მიზეზი დადგენილია.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ბავშვს დედამ თავში ბლაგვი საგნით ტრავმა
მიაყენა, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
„-გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წლის 21 იანვრიდან – 22 იანვრამდე ღამის პერიოდში, ლ.ქ.-მ თავის არასრულწლოვან შვილს ნ.ზ.-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის სახით. მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია სისხლჩაქცევა და თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, შედეგად 2019 წლის 22 იანვარის დილის საათებში ნ.ზ. გარდაიცვალა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
ბავშვის დედა ლელა ქსოვრელი ამჟამად დაკავებულია.
ის პროკურატურამ თავდაპირველად შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის
დააკავა, თუმცა შემდგომ ბრალი დაუმძიმდა.