x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
10 საინტერესო ფაქტი ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებიდან
image

დღეს 18 თებერვალს 63 წელი შეუსრულდა ქართველ ბიზნესმენს, მეცენატს და პოლიტიკოსს, ბიძინა ივანიშვილს, გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს მისი ცხოვრებიდან.




1)დაიბადა 1956 წლის 18 თებერვალს საჩხერის რაიონ სოფელ ჭორვილაში მრავალშვილიან ოჯახში, (5 დედმამიშვილი)მამა ჭიათურმანგანუმის კომბინატში მაღაროელად მუშაობდა, ბიძინა 8 წელი ჭორვილას დაწყებითი სკოლაში სწავლობდა, შემდეგ კი საირხის სკოლაში განაგრძო სწავლა, სადაც ყოველდღიურად 3 კილომეტრს ფეხით გადიოდა, მრავალშვილიან ოჯახს მატერიალურად უჭირდა, ერთი ასეთი ამბავი ბიძინას ბავშვობიდან:ჭორვილის სკოლამ გადაწყვიტა ექსკურსია მოეწყოთ ბორჯომი-ბაკურიანში, რა დროსაც ბიძინამ ექსკურსიაზე უარი თქვა, როგორც გაირკვა, ოჯახს დასადები 10 მანეთი არ ჰქონდა, სკოლის დირექტორმა თამაზ ქემერტელიძემ გული არ დასწყვიტა ბიჭს და მის მაგივრად დადო ფული, შემდგომ ბიძინა ივანიშვილმა ქემერტელიძეების ოჯახს ბევრი სიკეთე გაუკეთა.

image


2)სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა, ჯიბეში 50 მანეთით, რომელიც მშობლებმა მეზობლებისგან ისესხეს, სვანეთის უბანში იქირავა ბინა 15 მანეთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტზე ჩაირიცხა(საღამოს დასწრებულზე) სწავლის პარალელურად მუშაობდა კამოს სახელობის მექანიკურ-ჩამომსხმელ ქარხანაში მუშად.შემდეგ კი ინჟინრად.


image

3)80-იანი წლების შუა ხანებში ივანიშვილმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო, ჯერ არმირებულ მილებს აწარმოებდა, შემდგომ კი სრულიად ახალი, სარფიანი სიო იგრძნო და კომპიუტერებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. მისი პირველი დამკვეთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია იყო. ამ დაკვეთის შედეგად მის ანგარიშზე სოლიდური თანხა ჩაირიცხა, რითიც პროკურატურა დაინტერესდა და ანგარიშები დაუყადაღა.

image


4)1988 წლიდან ივანიშვილი მოსკოვში გადავიდა, სადაც განაგრძო კომპიუტერებით ვაჭრობა, მალე კომპიუტერებთან ერთად ბრუნვაში ჩართეს ასლგადამღები აპარატები და ტელეფონები.1990-იანების დასაწყისში ივანიშვილი ელექტრო-ტექნიკის გაყიდვების ლიდერად იქცა რუსეთში, მალევე ივანიშვილმა რუსეთში დაარსა ბანკი Российский Кредит-ი.


image


5)1991 წლის 19 ოქტომბერს 35 წლის ბიძინა ივანიშვილი დაქორწინდა ასევე საჩხერელ 19 წლის ეკატერინე ხვედელიძეზე, რამდენადაც ცნობილია, ეკატერინე ხვედელიძეს არასდროს უმუშავია და მთელი დრო 4 შვილის აღზრდას მოახმარა.(უტა, ბერა ცოტნე და გვანცა)

image



6)იმავე წლის ნოემბერში ივანიშვილი საფრანგეთში დაქორწინდა ბუღალტერ ინგა პავლოვაზე, (დიდი ალბათობით ფორმალურად)1994 წლის 18 მაისს იგივე საფრანგეთში ივანიშვილი პავლოვას გაეყარა.

image




7)1994 წელს ივანიშვილის ძმა გაიტაცეს და ბიზნესმენს გამოსასყიდი მოსთხოვეს, ერთი თვე ჰყავდათ ტყვეობაში, თუმცა ივანიშვილმა გამოსასყიდი არ გადაიხადა, რადგან მისივე განცხადებით"ამ ნაბიჯით ანალოგიური საფრთხის წინაშე დავაყენებდი ჩემს მშობლებსა და დებსო."


image


8)ამერიკული გამოცემა Forbes-ის მიხედვით ბიძინა ივანიშვილის ქონება $ 6, 4 მილიარდად არის შეფასებული, მის სრულ ან წილობრივ საკუთრებაშია: უძრავი ქონებისა ჰოლდინგ-კომპანია „მეტალოინვესტი“, სააფთიაქო ქსელი „ექიმი სტოლეტოვი“, „იმპეკსბანკი“, „ინტერფინდ ტრეიდი“, „სტოილენსკის ნივა“, „ტიაჟმეხპრესი“, „რტი-კაუჩუკი“ რადიოტექნიკური ნაწარმის ურალის ქარხანა, „ერკაფარმა“, სადაზღვევო კომპანია „რკ-გარანტი“, სასტუმროები „მინსკი“ და „ცენტრალური“, სატრანსპორტო კომპანია „წიაღისეულის გადაზიდვის ცენტრი“; საქართველოში: კვების პროდუქტების კომპანია „თოლია“ და ბანკი „ქართუ“.

image


9)ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო საქმიანობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს, ეს იქნება კულტურა, მეცნიერება, სპორტი, გა­ნათ­ლე­ბა, მედიცინა, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ პირ­თა დახმარება და ა.შ. მარტო 2005 წლი­დან 2010 წლამდე ივა­ნიშ­ვილ­მა ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე 1 მილიარდ 156 მილიონი ლარი და­ხარ­ჯა, ეს ის პერიოდია, როდესაც ივანიშვილი საზოგადოების წინაშე პრაქტიკულად არც გამოჩენილა.

image


10)ბიძინა ივანიშვილის უზარმაზარი ფეშენებლური სასახლე -ბიზნეს ცენტრი თაბორის ქედზე მდებარეობს, ბოტანიკური ბაღის თავზე, რომელიც დააპროექტა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულმა იაპონელმა არქიტექტორმა სუნუ ტაკამაცუმ, ბიზნეს ცენტრში განლაგებულია მრავალფუნქციური მისაღები, დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზები, სპორტული დარბაზი, ჩოგბურთის დახურული დარბაზი და ა.შ, გარშემო ბაღი დამშვენებულია თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი სკულპტორების ნამუშევრებით.მათ შორის არიან ზაფა ჰადიდი, ანიშ კაპური, დემიენ ჰიორსტი, ჰენრი მური და სხვანი, კომპლექსი 10 წელი შენდებოდა და მთლიანად 50 მილიონი დოლარი დაჯდა.


image

0
555
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
555
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0