x
image
ზოგადი განათლება
“დღეს დავინახე როგორ ჩახტა ლიანდაგზე ბავშვის გადასარჩენად… მატარებელი ელვის სისწრაფით მოქროდა… სიმწრისგან თვალებზე ხელი ავიფარე” – შემთხვევა თბილისის ერთ ერთ მეტროში
“დღეს დავინახე როგორ ჩახტა ლიანდაგზე ბავშვის გადასარჩენად… მატარებელი ელვის სისწრაფით მოქროდა… სიმწრისგან თვალებზე ხელი ავიფარე” – შემთხვევა თბილისის ერთ ერთ მეტროში
image

დღეს სამსახურიდან მეგობართან მივდიოდი. საკმაოდ დაღლილი ვიყავი. ერთი სული მქონდა მივსულიყავი.
დიდი საცობი იყო, ამიტომ მეტროთი წასვლა გადავწყვიტე. ვდგავარ სადგურზე, ველოდები მეტროს, გარშემო ბევრი ხალხი იყო, პიკის საათში მომიწია მგზავრობა. მეტროს მოსვლამდე წამები იყო დარჩენი. უცებ ხმაური ატყდა, გავიხედე და რას ვხედავ, პატარა ბავშვი ლიანდაგზე ჩავარდა. ერთი ამბავი ატყდა, მატარებელი საცაა მოვიდოდა. ყურებში განწირული დედის კივილი მესმოდა “მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთო”.
ერთი წამიც არ იყო გასული ერთი ახალგაზრდა ბიჭის ლანდს მოვკარი თვალი, უცებ ჩახტა ლინდაგებზე, წაქცეულ და მტირალ ბავშვს ხელი მოჰკიდა და იქვე მდგარ მაკაცს ხელში მიაწოდა.
უცნობმა კაცმა ბიჭს უყვირა სასწარაფოდ ამოსულიყო, ხალხმა ყვირილი დაიწყო მატარებელი გაჩერებულიყო, ვუყურებდი როგორი განწირული სახე ჰქონდა ამ ბიჭს ბოლო წამებში. ამოსვლა დააპირა, მაგრამ მატარებელი ელვის სისწრაფით მოდიოდა, ვეღარ გავუძელი და სიმწრისგან თვალებზე ხელი ავიფარე.
მატარებელმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭმა შეძლო და მოახერხა ბაქანზე ამოსვლა. ყველა გაკვირვეული უყურებდა ამ ბიჭს. ყველამ შეაქო და მადლობები უხადეს, სულ უცხო ხალხმაც კი. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა როდესაც ამ ბიჭს პატარის დედა გადაეხვია და “უფლისგან მოვლენილი ანგელოზი” უწოდა.
მეგობრებო, გვიყვარდეს ერთმანეთი. პატივი ვცეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს. მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს.

ამ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელზე უამრავი ადამიანი და სოციალური ვებგვერდი წერს, თუმცა ოფიციალური განცხადება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს არ გაუკეთებია.
1
351
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
351
  
2019, 14 თებერვალი, 22:07
გრიგორიჩ ქართველებს ვერ გადაგვაჟიშებთ ვერჩ შენ და ვერც გიჟ შვიშტიკო
0 1 1