საზოგადოება -ცუდად იყო, ათი დღე არ უძინია"-ახალი დეტალები 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ 2019, 11 თებერვალი, 18:54 რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა მანანა ელიაშვილმა 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ვალერი ირემაძის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტთან კონტაქტი მინიმალურად ხდება და უცნობია აცნობიერებს თუ არა მომხდარ დანაშაულს ბრალდებული. "-პაციენტი მოიყვანეს წუხელ. მიეცა მას შესაბამისი დანიშნულება. როგორც გადმოცემით ირკვევა, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცუდად იყო, დაახლოებით ათი დღე არ უძინია. წუხანდელი დანიშნულების შემდეგ პაციენტს ეძინა და დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაეღვიძა. კონტაქტის დამყარება მასთან მინიმალურ დონემდეა დაყვანილი, ის არ ყვება თავისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. ინფორმაცია მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ჩვენ გვაქვს მისი თანმხლები პირებიდან. მამა იყო მოსული და სწორედ აქედან გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ იქცეოდა სახლში. მინიმალური კონტაქტით დგინდება, რომ ადამიანს აქვს ფსიქიკური პრობლემა, თუმცა რა სახის, ამაზე ჯერჯერობით საუბარი ნაადრევია. იქიდან გამომდინარე რომ მასთან კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი, არ ვიცით, აცნობიერებს თუ არა გუშინ მომხდარ ფაქტს. ამის შეფასება ჯერ ნაადრევია. ჩვენი დაწესებულებისთვის მას არასდროს მოუმართავს. მამის გადმოცემით, 10 წლის ასაკში ჰყავდათ რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში, მას შემდეგ კი მსგავსი დაწესებულებისთვის არ მიუმართავს, “ - განაცხადა მანანა ელიაშვილმა. 290 შეფასება არ არის
|