საზოგადოება პარიზში ნარკოტიკდამოკიდებული ქალის მიერ შეგნებულად გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანის და მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა ( + ფოტოები და ვიდეო ) 2019, 5 თებერვალი, 14:40 დღეს დილით, გამთენიისას პარიზის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე რვასართულიან კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რასაც წინასწარი ინფორმაციით, 8 ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა და მათ შორის ერთი გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვია. ხანძრის შედეგად დაახლოებით 30 ადამიანია დაშავებული და მათ შორის ერთი მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. როგორც წყარო წერს, სიკვდილიანობა შესაძლოა გაიზარდოს, თუმცა ზედა სართულებზე სამაშველო ოპერაციები ისევ მიმდინარეობს. ხანძრის ლიკვიდაციაში 250-მდე მეხანძრე-მაშველი მონაწილეობდა და 5 საათიანი მცდელობის შემდეგ ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ არის დადასტურებული, მაგრამ პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია ახალგაზრდა ქალი, როგორც ეჭვმიტანილი. საცხოვრებელი სახლის კომენდანტმა, ჰიუ სკოფილდმა BBC- თან საუბარში განაცხადა, რომ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, რომელიც ნარკოდამოკიდებულია და ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ეჭვმიტანილია. ხელისუფლება ადასტურებს, რომ 40 წლის ქალი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით ეჭვმიტანილი და დაკავებულია. 125 4-ს მოსწონს
|