x
image
ზოგადი განათლება
ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება

ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება


image


✔️ უმაღლესში მოსახვედრად ყველა აბიტურიენტს მხოლოდ 3 სავალდებულო გამოცდის ჩაბარება მოუწევს – ზოგადი უნარები სავალდებულო აღარ იქნება



საგამოცდო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა რამდენიმე სიახლე წარმოადგინა. მისი თქმით, 2020 წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტი ჩააბარებს 3 გამოცდას - ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხო ენებს და მესამე, არჩევით საგანს.



რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, ის სავალდებულო აღარ იქნება და დარჩება არჩევით საგნად. თუ აბიტურიენტი აირჩევს არჩევით საგანში ზოგად უნარებს, მას შეეძლება ამ გამოცდის ჩაბარება. როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, თავიანთ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტები ისევ ჩააბარებენ და აქ არაფერი იცვლება.
„2020 უნივერსიტეტებში იქნება სამი მისაღები გამოცდა, ქართული ენა ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით აპირებს ჩაბარებას აბიტურიენტი. თუ მას არჩეული აქვს ჰუმანიტარული მიმართულება, ჩააბარებს ისტორიას, თუ ტექნიკური - ჩააბარებს მათემატიკას და ა.შ.“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.




მინისტრის განცხადებით, საგამოცდო სისტემის ცვლილების მიზანი ერთიანი ეროვნული გამოცდების საკითხების სასკოლო პროგრამასთან დაახლოებაა.
"არ შეიძლება სხვაობა იყოს უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებელი გამოცდის საკითხებსა და სკოლის საგნებს შორის. მაქსიმალურად დაუახლოვდება ერთმანეთს სკოლის საგნები და უნივერსიტეტის გამოცდები. მთავარია სკოლას დაუბრუნდეს თავისი ფუნქცია და მშობელს არ ჰქონდეს დიდი ხარჯი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში არაფერში გამოადგება", - განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.



კიდევ ერთი რეგულაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებში: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, უსამართლობა იყო არჩევითი საგნით მინიჭებული გრანტის პრინციპი.



"აბიტურიენტები აქამდე ირჩევდნენ არჩევით საგანს შანსების გასაზრდელად, მაგრამ ხდებოდა ისე, თუკი რომელიმე საგანში ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა, კარგავდა გრანტის მიღების შანსს და შეიცვლება ეს წესი", - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ.



გარდა ამისა, ბატიაშვილის თქმით, უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს უფლება, დაამატოს საგამოცდო საგნებს თავისი კომპონენტი სტუდენტის მისაღებად და ეს იქნება ნებაყოფლობითი. შესაძლოა ეს იყოს გამოცდაც, რომელსაც უმაღლესი თავად ჩაატარებს.



0
690
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
690
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0