საზოგადოება ქალი საშიში და სახიფათო ისტორიით ( ფოტო და ვიდეო ) 2019, 27 იანვარი, 22:19 ავსტრალიის ქალაქ ბლისბენში მცხოვრებმა 59 წლის პენსიონერმა ქალბატონმა ჰელენ რიჩარდსმა ფრიად საშიში დღე გადაიტანა.ის საკუთარ სააბაზანოში უნიტაზზე დაჯდა და დაჯდომისთანავე ქალმა სხეულზე ყინვასავით შეხება იგრძნო. პირველი რაც გაიფიქრა, მწვანე ბაყაყი ეგონა, მაგრამ მაინც წამებში ფეხზე წამოხტა და რას ხედავს - სასტიკი პითონი მის უნიტაზში იწვა და პირს აღებდა. უზომოდ შეშინებულმა და უაზროდ დაბნეულმა ქალბატონმა სასწრაფოდ დატოვა სააბაზანო და დასახმარებლად დაცვას მოუხმო. მათ სასწრაფოდ ამოიყვანეს უნიტაზიდან გველი და იქვე ახლო მდებარე მდინარეში გაუშვეს, რადგან მათი მტკიცებით ქვეწარმავალი არც მომწამლავია და არც სახიფათო ადამიანის ჯანმრთელობისთვის.მათი განცხადებით ისინი ბოლო 25 წელია ამ ტერიტორიაზე მუშაობენ და მსგავსი შემთხვევა არასოდეს არ ჰქონიათ, უფრო მეტიც არც გაუგონიათ.ქალბატონი ჰელენი ახლა ყოველ შესვლაზე ყურადღებით ამოწმებს უნიტაზს და მასზე დაჯდომის გადაწყვეტილებას მერე იღებს.რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, სულაც არაა სასაცილო. აბა წარმოიდგინეთ საკუთარ თავზე, რა შიშს და ტკივილს გადაიტანდით მსგავს შემთხვევაში. 222 4-ს მოსწონს
|