x
image
ზოგადი განათლება
ქართული ყოფის ყოველდღიურობანი

ქართული ყოფის ყოველდღიურობანი


image


მე ძლიერი ვარ: ან მეტი ღონე მაქვს, ან სხვაზე ცბიერი ვარ, მეტი ეშმაკობა და ხრიკი ვიცი, შეიარაღებულიც ვარ – ამიტომ უმწეოს დავამცირებ, ვცემ, მოვპარავ, წავართმევ... ან სულაც მოვკლავ...
აბა, სუსტი, რისი სუსტია – ის უნდა შეჭამო, გშია თუ არა მაინც! მთავარია, არ დაიწვე, დანარჩენი – შეცდომები მოსულა რა...
ჩვენ შოთას, ილიასა და ვაჟას ერი ვართ! ყველაზე მართალი რწმენაც ჩვენია, და ყველაზე ძველი და გმირული ისტორიაც!
ვთქვათ, საზღვარგარეთ ხარ და ფული დაგჭირდა. ვის გინდა, მიაკითხო? თანამემამულესთან დარეკავ, ისიც გენდობა, მოვა, შემდეგ უკნიდან მიეპარები და მოკლავ რა... ფულს დაიადებ, შემდეგ გვამს დაანაწევრებ, მერე ცელოფანში გაახვევ – ნაგავი და იმის ჯანი... დაიქცა ქვეყანა? ტოჟე მნე მოდილიანი! ხომ გახსოვს, რაა მთავარი – პოლიციამ არ გაიგოს!.. დანარჩენი, შეცდომები მოსულა...
ფული არის – კაცი ხარ! შვილებს გაუგზავნი, შვილიშვილებს გაახარებ, ბოზებში წახვალ... რესტორნები, ქორწილები და ნათლობები – მაგარია ქართველობა!
ევროპაში ქურდები გულაობენ, ყაჩაღები ფირმა არიფებს აყაჩაღებენ, კაი ბიჭები მაღაზიებში ჩალიჩობენ – ვისკი, ლეპტოპები, ქურთუკები, რამე... და წამალი...
თუმცა, მამულშიც კაი გუგუნია! დედა ჩვილს ცელოფნის პარკში, მესერზე ჩამოკიდებულს, ყინვაში ტოვებს...
ან ვთქვათ, მაგრად მოგინდა... რისი ბიძა ხარ, თუ ბავშვი ვერ მოატყუე? კანფეტს მისცემ და გაჟიმავ – ეგაა სულ... მერე იგივე – ცელოფანი და წავიდა ნაგავში! სამაგიეროდ, დანაწევრება არ გიწევს, გვამია პატარა და იმიტომ...
ქმარი არ გევასება? თუ შენით ვერ მოგუდავ, კილერს პიატ ტისჩი კბილებში და ეგაა სულ! პირიქით, საყვარელმა ქალმა მიგატოვა? მოკალი მაგის ბოზი დედაც!
ახლა გეებსა და ტრანსგენდერებზე არც მებაზროთ – დაწვი და მორჩა! ეგენი ხომ ადამიანები არც არიან! აი, როგორც ძაღლების ცოცხლად დაწვაზე, რომ ატეხავენ ხოლმე ცხოველის დამცველი ქალები წიკვინს, ისეა რა...
ბავშვებიც ხანდახან იჩხუბებენ, აბა, რა იქნება? დაჭრა ცუდია, მაგრამ, რას იზამ, ხდება ხოლმე... დანა ისე უნდა იხმარო, არ უნდა შემოგაკვდეს, თორემ დაგიჭერენ... აბა, ისე, შეცდომები მოსულა რა!
ნუუუ, ვზროსლები სულ სხვა საქმეა! შეიძლება შუა ქალაქში პერესტრელკაც მოუვიდეს, გააჩნია... ცუდი ისაა, რომ ხალხია გარშემო ბევრი... მაგრამ იმედია, არ იბოზებენ... შემთხვევითი გამვლელი ხარ, შე ჩემა, ვინ გეკითხება, მიდი შენ საქმეზე, სადაც მიდიხარ, ვინა გტყნავს?!
აბა, მოჭიდავეებში შეხლა- შემოხლა ხომ მოსულა და მოსულა – ეს ერთი ოჯახია! კაცურში ეგრეა – კაი ბიჭი სპორტსმენები ჩაუჯდებიან და გაარჩევენ, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, ესპანეთიდან “სკაიპით“ ქურდებს ჩარევენ.
სუბუტექსით გაძეძგილი ქალაქი, ფსიქოტროპული აფთიაქები, ფონიჭალაში ჰეროინი ყრია – ყველამ იცის, ყველა გმობს, ყველა ებრძვის... და ყველას მაგრად კიდია!
ქურდული გაგების ერი! დანაშაულის დროს ყველა ერთად ბრმავდება და ყურები ეხშობათ... აბა, ძაღლებს ჩვენებას ხომ არ მისცემენ – ეგღა აკლიათ?! “არ წაიბოზებს ქართველი, არა, ის შეიძლება ქურდულად მოკვდეს!”
“ფეისბუქი“ კი სავსეა აღშფოთებული კომენტარებით, მუშაობენ მორალისტები – “ნაცი-ქოცი”, ყველა მოითხოვს დამნაშავის ორჯერ მაინც დახვრეტას!.. მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, პონტი არაა – არცერთი არ წაიბოზებს!
“ქართველმა ხალხმა “ჩაშვების ინსტიტუტი“ არ მიიღოო“ – აბაა?!.. ჰო, თან – “დაგორებული ლოდი და მორალური დეგრადაციაცო“ – რას გაუგებ მოხუცს, როდის რას იტყვის, გააჩნია, რა საჭიროებაა...
გააბრაზეს და შემოაკვდა რა – შეცდომები მოსულა, ბრატ, აბა, როგორ გინდა?
თევზი თავიდან ყარსო: კუტოკი – უპატრონო ნიჭს კლავს; მთავრობა – იპარავს... მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა – შეცდომები კი არ მოსულა, არამედ ოჯახს კვება უნდა, შვილებს კაი განათლება და ამიტომ წესია – კაცი თუ ხარ, უნდა მოიპარო!
ბოლოს, რისი თქმა მინდოდა... პრინციპში, თუ მთელი ერის გადაგდება მოსულა... თუ უფულობის გამო, ადამიანის მოკვლა მოსულა... ხორცის სიძვირის გამო, ადამიანის შეჭმა რატომ არ მოსულა, რაა ამაში ასე განსაკუთრებით ცუდი? მოგშივდა რა...
შეცდომები ხომ მოსულა და... ძვლებს გამოხრავ, წვენს გამოწოვ... მერე ცელოფანი და ნაგავში რა!


@ზურა ოდილავაძე



1
276
3-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
276
  
2019, 27 იანვარი, 0:00
ოიკოფობია ძალიან ცუდი რამაა, ზურაბ ბატონო((
0 1 1