ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა
მსხვერპლით დასრულდა.
არხში გადავარდნილი ავტმობილის მძღოლი, 65 წლის მამაკაცი
ადგილზე გარდაიცვალა. ორი ადამიანი კი დაშავდა.
დაშავებულები ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში
არიან გადაყვანილები.
ექიმების ინფორმაციით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. მეორის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია, მას ტრავმები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული.