x
image
ზოგადი განათლება
'' გრიპის სეზონზე ნიღბის ქუჩაში ტარებას აზრი არ აქვს...აღნიშნული ნიღაბი ინფიცირებული...'' - რა არის მითი და რა სიმართლე გრიპის თემაზე(ვრცლად)

ნახევარი ქალაქი დადის ნიღბებით, დეფიციტია და ლამისაა აქციები დაიწყოს ნიღბების მოთხოვნით:


image


➡️ის, რასაც თქვენ იყენებთ უხშრესად, არის ე.წ ქირურგიული ნიღაბი:
➡️გრიპის სეზონზე ნიღბის ქუჩაში ტარებას დიდი აზრი არ აქვს, სწრაფად კონდენსირდება და გამოყენებისათვის უვარგისი ხდება.
➡️უნდა გამოიცვალოთ დანოტივებისთანავე, ან 2-3 სთ. ში ერთხელ.
➡️აღნიშნული ნიღაბი ინფიცირებული(ან, პოტენციურად ინფიცირებული) ადამიანისგან იცავს სხვებს.
➡️ჯანმრთელი ადამიანების მიერ მის გამოყენებას შესაძლებელია ქონდეს მექანიკური დაცვის მომენტი, ვინაიდან ნაკლებად იკიდებთ ხელს ცხვირ-ტუჩს არეში. გიცავთ შედარებით დიდი ზომის ნაწილაკებისგან, მაგრამ ის ატარებს მცირე ზომის ნაწილაკებს.
➡️ მრავალი კვლევის თანახმად,
დამოუკიდებლად, მხოლოდ ნიღბის გამოყენება არ ამცირებს ავადობის რისკს, აუცილებლად უნდა დავიბანოთ ხელები ხშირად, თბილი წყლითა და საპნით. კომბინაცია ამცირებს ავადობის რისკს, მათ შორის ინფიცირებული ოჯახის წევრის შემთხვევაში.
➡️0. 3 მიკრონზე ნაკლები ზომის ნაწილაკებს არ ატარებს ნიღაბიN95. შესაბამისად მას მეტად აქვს ჯანმრთელი ადამიანის დაცვის ფუნქცია, თუმცა არა სრულყოფილი.
➡️ქირურგიული ნიღბის მოხმარების მხოლოდ 1 სწორი გზა არსებობს:ცისფერი(ან სხვა ფერადი) ზედაპირი გარეთ.თუ ორივე მხარე თეთრია, აუცილებლად ნახავთ ნიშნულს, საით უნდა იყოს მიმართული ესა თუ ის მხარე.
➡️ თეთრი და ფერადი მხარე, რომ თითქოსდა სიგნალია, დაავადებულს უკეთია თუ ჯანმრთელს, მითია! არანაირი მსგავსი სიგნალი, ნიშანი, ინდიკატორი არ არსებობს))
➡️1-1 კიდეში არსებული რკინა უნდა მოთავსდეს მჭიდროდ ცხვირზე.
➡️ ნიღაბი უნდა ფარავდეს როგორც პირს, ასევე ცხვირის ნესტოებს სრულად!
➡️მიიღეთ ადკვატური რაოდენობის სითხე, იძინეთ კარგად, იკვებეთ ჯანსაღად, ხშირად გაანიავეთ ოთახი, ნუ ივლით საზ. თავშეყრის ადგილებში. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ოჯახის ექიმს/პედიატრს.

‼️და კიდევ ერთხელ: ბანანით არც გრიპის ვირუსი შეგეყრებათ და არც შიდსის
ბორის მჟავა, წყალბადის ზეჟანგი, სოდა და ძმანი მათნი ვერც დაგიცავენ ვირუსისგან და ვერც გიმკურნალებენ.
შესაბამისად- მოეშვით თვიშემოქმედებას.
ვაქცინაცია(არც გრიპის და არც სხვა) აუტიზმს არ იწვევს!
‼️მომავალ წელს მაინც აიცერით.
კიდევ კარგი ლუგარის მსგავსი ლაბორატორიები არსებობს დედამიწაზე, თორემ აქამდე ან შავი ჭირი ამოგვწყვეტდა ან ყვავილი


@Ani Kavtaradze

2
1479
3-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1479
  
2019, 13 იანვარი, 9:46
ნამდვილად საჭირო ინფორმაციაა. გავუზიარე ჩემს მეგობრებსაც
2019, 13 იანვარი, 1:56
ვაიმეეე, როგორ მაღიზიანებს ქუჩაში რომ დადიან ,,შენიღბულები,,(
0 1 2