x
image
ანა ბეჟაშვილი
10 თვის ბავშვი, რომელიც გორში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა, კლინიკიდან დედას თვითნებურად ჰყავდა წაყვანილი
image


გორის რაიონში გარდაცვლილი 10 თვის გოგონა მშობელმა კლინიკიდან, რომელშიც მკურნალობდა, თვითნებურად წაიყვანა.

ბავშვი ფილტვების ანთებას თავდაპირველად თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა. აღნიშნული კლინიკა გოგონას დედამ თავისი ნებით დატოვა.

ამის შესახებ დედათა და ბავშვთა ცენტ "იავნანას" ექიმი თამილა გოგიაშვილი აცხადებს.


მისი თქმით, დაავადების გართულების შემდეგ ბავშვი გორის საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა სტაციონალურ მკურნალობაზე მშობელმა ამ შემთხვევაშიც უარი განაცხადა.

"-ბავშვი ჩვენს კლინიკაში 18 საათსა და 25 წუთზე შემოიყვანეს. აღენიშნებოდა ტემპერატურა და ხველა. შევაგროვე ანამნეზი და როგორც შემდეგ გამოვარკვიე, წინა დღით, 30 დეკემბერს დედას თვითნებურად, ხელწერილის საფუძველზე შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. იქიდან ჰყავდა წამოყვანილი ბავშვი თავისი სურვილით.

შემოყვანისას ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის იყო, მოგეხსენებათ ვირუსული ინფექციაა გავრცელებული, თანაც ბავშვი ათი თვის იყო, ჩვენ ყველას ვთავაზობთ სტაციონარში მოთავსდეს, მაგრამ დედამ ამაზე უარი განგვიცხადა. აღნიშნა, რომ დედა ჰყავდა ცუდად, რომელსაც მეთვალყურეობა სჭირდებოდა და ასევე ჰყავდა მცირეწლოვანი შვილი.

ჩვენ გავუწიეთ სათანადო დახმარება და ტემპერატურა ნორმალიზდა. ბავშვი გაიწერა ბინაზე. მოწვეული გვყავდა განმეორებით კონსულტაციაზე, თუმცა აღარ მოსულან. " - განაცხადა თამილა გოგიაშვილმა

ექიმის განცხადებით, მშობელმა ბავშვი თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან და გორის კლინიკიდანაც ხელწერილით გაიყვანა.


ამოძიება სისხლის სამართლის 116-ე მუხლით მიმდინაორებს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.



0
154
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ანა ბეჟაშვილი
ანა ბეჟაშვილი
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0