ქართველი ტოპი თაკო ნაცვლიშვილი საკუთარ ინსტაგრამზე ახალ ფოტოებს აქვეყნებს. მოდელი ბოლო დროს მაღალი მოდის ჩვენებებზე იშვიათად ჩნდება, თუმცა სხვადასხვა ბრენდების სარეკლამო კამპანიებში აქტიურადაა ჩართული. რამდენიმე დღის წინ თაკომ ბრენდ "Incanto"-სა და "pain de sucre "-სთვის იპოზიორა. პარალელურად, ის "ვიქტორია სეკრეტის" კასტინგისთვის ემზადება და აპირებს კიდევ ერთხელ სცადოს ბედი.