როგორ გამოიყურებოდნენ ქართველი ცნობილი სახეები პლასტიკურ ოპერაციებამდე (მეორე ნაწილი)
პლასტიკური ქირურგიით გარეგნობის გაუმჯობესება დიდი ხანია აღარავის უკვირს.
თუმცა, ვერ უარვყოფთ, პლასტიკური ოპერაციებით გალამაზებული ცნობილი
ადამიანები, მუდამ მითქმა-მოთქმისა და ჭორების ობიექტები ხდებიან. სხეულის ამა თუ იმ ნაწილის შეცვლასთან დაკავშირებით, მათ ხშირად თავის მართლება და ჭორების უარყოფა უწევთ.
წინა პოსტში არა-ერთი ცნობილი ქალბატონის პლასტიკური ჩარევები განვიხილეთ,
ვნახოთ, კიდევ რომელმა ცნობილმა სახეებმა გადაწვიტეს, გარეგნობა უკეთესობისკენ შეეცვალათ.
მათგან ამას ბევრი უარჰყოფს, ბევრიც ადასტურებს. თუმცა, ნახეთ ფოტოები და თავად განსაჯეთ.
ნუკა ყარალაშვილი
27 წლის ულამაზეს "მის საქართველო 2015"-ს ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული. მოდელმა რინოპლასტიკა კონკურსამდე ბევრად ადრე გაიკეთა.
მას ამის შესახებ კომენტარი არასოდეს გაუკეთებია.
მაია ასათიანი
მშვენიერმა ტელეწამყვანმა საკუთარ გადაცემაშიც არაერთხელ ისაუბრა პლასტიკურ ქირურგიაზე. მაია ასათიანმა აღნიშნა, რომ ცხვირის ოპერაცია გაიკეთა. თუმცა
ჭორებს მკერდის გადიდების შესახებ უარყოფს.
ტელეწამყვანმა "პროფილის" ეთერში ტუჩის დროებითი კორექციაც გაიკეთა.
თაკო გაჩეჩილაძე
"-სანამ ტუჩს ხელოვნურად გავიდიდებდი, ვფიქრობ, რომ ბევრად ლამაზი ვიყავი, ვიდრე დღეს ვარ." - აღნიშნა ულამაზესმა მომღერალმა ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.
თაკო გაჩეჩილაძეს ცხვირის ოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
თაკო ჩხეიძე
მოდელმა ცხვირის პლასტიკა წლების წინ გაიკეთა. თუმცა, ამის შესახებ არასოდეს უსაუბრია.
ანა ზუბაშვილი
"მის საქართველო 2013"-მა ცხვირის ოპერაცია კონკურსის
შემდგომ გაიკეთა და ამას არც უარჰყოფს.
ნანკა კალატოზიშვილი
ნანკა კალატოზიშვილმა ინტერვიუებში არაერთხელ ისაუბრა
ცხვირის პლასტიკის შესახებ. მსახიობმა ოპერაციის გაკეთება
ცხვირის დარტყმის შემდეგ გადაწყვიტა.