ქალი და მამაკაცი 21-ე საუკუნის რომეო და ჯულიეტა-გოგონამ თავი მოიკლა შეყვარებულის სიკვდილიდან რამდენიმე საათში 2018, 25 დეკემბერი, 16:08 გოგონას დედამ სულის შემძვრელი პოსტი დადო ფეისბუქზე: "განადგურებული ვარ, უნდა გაცნობოთ, რომ ჩემი მშვენიერი ქალიშვილი იმდენად გამწარებული იყო, რომ მას არ შეეძლო საყვარელი ჯეისის გარეშე ცხოვრება და გადაწყვიტა, თავი მოეკლა". ალისა რობინოსონის გვამი აღმოჩენილი იქნა პერტში(მოუნტ ჰაუტორნი, დასავლეთ ავსტრალია) გასულ კვირადღეს, მისი შეყვარებულის გარდაცვალებიდან 24 საათში. ალისას შეყვარებული, 29 წლის ჯეისონ ფრენსისი შაბათ საღამოს მეგობრებთან ერთად დათვრა და შემდგომ მთვრალი იქვე გზაზე, ბარდიურზე ჩამოჯდა, საკუთარი სახლის სიახლოვეს, სტენლი-სტრიტზე, რა დროსაც მას მანქანით გადაუარა პიცის დამტარებლემა, ისე, რომ ვერც დაინახა მსხვერპლი. ჯეისონ ფრენსისი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს, სიკვდილამდე სასთუმალთან ეჯდა ალისა შეყვარებულს. გარდაცვალების შემდეგ ალისა საერთოდ ხმას არავის სცემდა, ჩუმად იყო. მეგობრები მას შემდეგ შეშინდნენ, როდესაც ალისა ტელეფონს აღარ პასუხობდა. ჯეისონ ფრენსისი და ალისა სულ ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთიდან გადმოსახლდნენ ავსტრალიაში და ბოლო ერთი წელია, პერტში ცხოვრობდნენ. პოლიცია იძიებს ორივე ინციდენტს, როგორც ავტოავარიას, ასევე ალისას თვითმკვლელობის დეტალებს, დანიშნულია ექსპერტიზა. ასევე დაგაინტერესებთ859 2-ს მოსწონს 1-ს არა
|