x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ალენ დელონის ქალები
8 ნოემბერი ლეგენდარული ფრანგი მსახიობის და მე-20 საუკუნის სექს-სიმბოლოს, ალენ დელონის დაბადების დღეა, რომელმაც სულ ახლახან 88 წლის ასაკში დატოვა სააქაო ცხოვრება.მოდით მის იუბილესთან დაკავშირებით გავიხსენოთ ის ქალები, რომლებთანაც რომანი ჰქონდა მსახიობს.



"კინოს ისტორიაში ყველაზე სიმპატიური მსახიობს" ბევრი ქალი უყვარდა, მაგრამ ქალებს ის კიდევ უფრო მეტად უყვარდათ. "ყველა ქალი ჩემით იყო შეპყრობილი", - ციტირებს 2018 წელს გამოცემა GQ-ს ფრანგი მსახიობის სიტყვებს.




რომი შნაიდერი


ავსტრო-გერმანელი და ფრანგი მსახიობი რომი შნაიდერი პირველად 1958 წელს შეხვდა ადენ დელონს და მას "ამპარტავნად" მიიჩნევდა.



გაცნობიდან რამდენიმე თვეში წყვილი დაინიშნა. მაგრამ მსახიობები აღარ დაქორწინდნენ. ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგ დელონმა მიატოვა შნაიდერი და გამოსამშვიდობებელი წერილიც დაუწერა. 1968 წელს წყვილი კვლავ გაერთიანდა და ითამაშეს ფილმში "საცურაო აუზი".


დელონმა რომი შნაიდერს 1982 წელს მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ უწოდა "სიყვარული მთელი სიცოცხლის მანძილზე ".

image


ნიკო პეფგენი და ალენ დელონის სავარაუდო ვაჟი - კრისტიან აარონ ბულონი


მომღერალი და მსახიობი ნიკო (კრისტა პეფგენი), Velvet Underground-ის წამყვანი მომღერალი, რომელიც დაიბადა გერმანიაში, ამტკიცებდა, რომ ჰყავდა ვაჟი ალენ დელონისგან, კრისტიან აარონ ბულონი (არი ბულონი), რომელიც დაიბადა 1962 წელს. ფრანგმა უარყო, რომ ის მამა იყო და რადგან ნიკო ნარკომანიას ებრძოდა, შვილი მსახიობის დედამ გაზარდა.


2023 წლის მაისში ფრანგი მსახიობის სავარაუდო შვილი გარდაიცვალა, გამოძიების თანახმად, არი ბულონს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე ტრავმის გამო და ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა.


image

ფოტოზე: ნიკო და მისი ვაჟი კრისტიან ბულონი



ნატალი დელონი-ერთადერთი ოფიციალური ცოლი


ერთადერთი ქალი, (ფრანსინ კანოვა)რომელზეც ალენ დელონი ოფიციალურად იყო დაქორწინებული. წყვილმა ერთმანეთი პარიზის ღამის კლუბში გაიცნეს, როცა მსახიობი რომი შნაიდერთან ერთად დროს ატარებდა. ნატალი უკვე ორსულად იყო დელონის შვილზე, როდესაც ისინი ფარულად დაქორწინდნენ 1964 წელს. მსახიობს პირველი შვილი, ვაჟი ენტონი, 1964 წელს შეეძინა.

წყვილი უკვე 1969 წელს დაშორდა მას შემდეგ, რაც ალენ დელონი შეხვდა თავის ერთ-ერთ კოლეგას, მირეი დარკს, რომელიც ჰოლივუდიდან ერთი წლის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა.

image


მირეი დარკი


1968 წელს დაიწყო ალენ დელონის თხუთმეტწლიანი რომანი მსახიობ მირეი დარკთან . ეს იყო მისი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა.


მირეი იყო მოდელი, მოგვიანებით გახდა მსახიობი და დოკუმენტური ფილმის რეჟისორი. მას კარგად იცნობს ჩვენი მაყურებელი პიერ რიშართან ერთად საკულტო ფილმიდან "მაღალი ქერა მამაკაცი შავ ფეხსაცმელში" -უკან ღრმად ამოჭრილი შავი კაბით.

image


დალიდა


მსოფლიოში ცნობილი პოპ-მომღერალი 1960-1970-იან წლებში, 1956 წელს პარიზში გადასვლის დროს დელონის მეზობლად დასახლდა და ურთიერთობა ჰქონდა მსახიობთან.


მათ ფარულად განაახლეს რომანი ათი წლის შემდეგ რომში, როდესაც დელონი დაქორწინებული იყო ნატალი დელონზე, ხოლო 1972 წელს მათ ერთად ჩაწერეს ცნობილი სიმღერა "Paroles, Paroles"


დელონმა აღიარა, რომ „ძალიან დაენანა“, როცა დალიდამ თავი მოიკლა 1987 წელს.

image




როზალი ვან ბრემენი


1987 წელს დელონმა დაიწყო შეხვედრა ჰოლანდიელ მოდელ როზალი ვან ბრემენთან. მათ ერთმანეთი მუსიკალური ვიდეოს გადაღებისას გაიცნეს. ახალი შეყვარებული ალენ დელონზე 21 წლით უმცროსი იყო. მათი ურთიერთობა 14 წელი გაგრძელდა. ცნობილი წყვილი 2001 წელს დაშორდა. დელონისა და როზალის ქორწინებისას შეეძინათ ქალიშვილი, ანუშკა (1990) და ვაჟი, ალენ-ფაბიენი (1994).


image


ჰირომი როლინი


ბოლო წლებში ალენ დელონს ურთიერთობა ჰქონდა მისავე მომვლელთან, იაპონელ ჰირომი როლინთან, დელონის შვილებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ 66 წლის ქალთან, რომელიც მასზე ბოლო წლებში ზრუნავდა და თან საყვარელიც იყო.

ჯერ კიდევ 2023 წლის ბოლოს, მათ გააძევეს ჰირომი დელონის სახლიდან და მსახიობის დაკრძალვაზე დასწრების უფლებაც არ მისცეს.

image

0
246
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0