ქალი და მამაკაცი რელიგიის მასწავლებელი გააგდეს სკოლიდან მას შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საკუთარ მოწაფეზე დაქორწინდა 2022, 4 ნოემბერი, 17:59 ![]() რელიგიის მასწავლებელმა გევინ დანსმუირმა, რომელიც ახლა 50 წლისაა, დაამყარა ურთიერთობა მეგან რიდთან 2015 წელს, როდესაც ის მუშაობდა ჩრდილოეთ აირშირში.ლარგსის აკადემიაში. ყოფილმა მასწავლებელმა მიატოვა ცოლი და საცხოვრებლად გადავიდა ქალბატონ რიდთან, რომელიც ახლა 25 წლისაა, ისინი მხოლოდ გასულ წელს დაქორწინდნენ ოფიციალურად.წყვილს ამ ხნის განმავლობასი ორი შვილი შეეძინათ. ![]() დანსმუირი მოხსნილია მასწავლებელთა სიიდან მას შემდეგ, რაც შოტლანდიის გენერალურმა სწავლების საბჭომ (GTCS) დაიწყო გამოძიება წყვილის ურთიერთობაზე. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ის პაბში დადიოდა მის რიდთან და სხვა ახალგაზრდებთან ერთად 2015 წლის მარტიდან აგვისტომდე, როდესაც გოგონა 17 ან 18 წლის იქნებოდა. ![]() 2017 წელს GTCS-ისთვის გამოქვეყნებულ განცხადებაში, მისტერ რიდმა განმარტა, თუ როგორ გრძნობდა თავს მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მისი ქალიშვილი დანსმუირთან ურთიერთობაში იყო. „ძალიან შეწუხებული ვარ შექმნილი სიტუაციით. როცა ჩემს ქალიშვილზე მეკითხებიან, ყველანაირად ვცდილობ არ ვუთხრა მათ, რომ მასწავლებელთან ერთად გაიქცა."-აღნიშნა მისტერ რიდმა. „მინდა განვმარტო, რომ ამის შესახებ მხოლოდ მეოთხე პირისგან გავიგე, რადგან კომპიუტერს რომ დავხედე, საეჭვო, შემაშფოთებელი ვერაფერი შევნიშნე". „მის ოთახში ორი საფოსტო ბარათი ვნახე, ერთი დაბადების დღის მისალოცი ბარათი იყო, მეორე კი სკოლის დამთავრების."-დასძინა მეგანის მამამ, დონალდ რიდმა. ![]() 193 3-ს მოსწონს
|