ქალი და მამაკაცი მამაკაცი ყოფილი თანაკლასელის დედაზე დაქორწინდა დღეს, 10:55 ![]() იაპონიაში, 32 წლის მამაკაცი სიძუოკის პრეფექტურიდან დაქორწინდა ყოფილი თანაკლასელის, 53 წლის დედაზე. ამის შესახებ Oddity Central იტყობინება. ისამუ ტომიოკამ დაახლოებით 20 წლის წინ პირველად ნახა მადორი, როდესაც ის სკოლაში მივიდა მშობელთა კრებაზე. მაშინ მან აღნიშნა, რომ თანაკლასელის დედა ძალიან ლამაზი იყო. 20 წლის შემდეგ იგი შემთხვევით შეხვდა მიდორის და აღფრთოვანდა მისი „მოწიფებული და ღირსეული“ გარეგნობითა და ქცევით. იგი დაუკავშირდა ყოფილ თანაკლასელს, რათა დედამისი ვახშამზე დაეპატიჟებინა. ქალმა გადაწყვიტა, რომ ეს მხოლოდ მისი ქალიშვილის თანაკლასელთამ შეხვედრა იყო და ძალიან გაუკვირდა, როცა ტომიოკამ აღიარა რომ შეუყვარდა. "რა სისულელეებს ლაპარაკობ?" – ასე უპასუხა ქალიშვილის კლასელს მადორიმ. მიუხედავად ამისა, ისამუ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ეპატიჟებოდა პაემნებზე ქალს, თუმცა თავიდან მიდორი კატეგორიულ უარზე იყო. ![]() ![]() 116 3-ს მოსწონს
|