ქალი და მამაკაცი ალა პუგაჩოვადან მრავალი წლის შემდეგ, ფილიპ კირკოროვმა ახალი სიყვარული იპოვა 6 ნოემბერი, 15:35
ფილიპ კირკოროვმა, ალა პუგაჩოვასთან (დაქორწინებულები იყვნენ 1994-2005 წლებში)გახმაურებული განქორწინებიდან მრავალი წლის შემდეგ, კვლავ იპოვა სიყვარული. მისი რჩეული 28 წლის მარგარიტა გახლდათ, რაც ბევრი თაყვანისმცემლისა და კოლეგისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კირკოროვმა, რომელიც ადრე პუგაჩოვაზე იყო დაქორწინებული 10 წლის განმავლობაში, აღიარა, რომ აღარ ელოდა სერიოზულ ურთიერთობას, მაგრამ ბედმა მას სიურპრიზი გაუმზადა.
მარგარიტა უკვე ერთი წელია კირკოროვთან ერთად ცხოვრობს მის სასახლეში და როგორც ჩანს, მათ შორის ურთიერთობა მყარია. კირკოროვის შვილებმა ალა ვიქტორიამ და მარტინმა (ორივე სუროგატი დედისგან გაჩენილები 2011 და 2012 წლებში)თბილად მიიღეს მამის ახალი რჩეული და მიანიშნეს კიდეც, რომ არ არიან წინაღმდეგი კიდევ ერთი უმცროსი ძმა ჰყავდეთ. ბევრის გასაკვირად, თავად კირკოროვმა ქორწინების თანაცხოვრების წელს "კოსმიური პერიოდი" უწოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მანამდეც და განქორწინების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მარტო იყო. კოლეგებს და მეგობრებს ძალზე გაუკვირდათ, როდესაც 57 წლის მომღერლის გვერდით 28 წლის ქერა დაინახეს, რომელმაც ფილიპის გული დაიპყრო. კირკოროვის ახალი სიყვარულის შესახებ კომენტარებში, ბევრმა თაყვანისმცემელმა გამოხატა სიხარული მომღერლის გამო, მხარი დაუჭირა მას ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. გამოხმაურებებს შორის შეგიძლიათ იპოვოთ ფრაზები, როგორიცაა "ფილიპი იმსახურებს ბედნიერებას", "ის დიდი ბავშვივითაა და მას ძლიერი ქალი სჭირდება" და "ის საბოლოოდ დაღვინდა!" კორკოროვის რჩეული სცენური ფსევდონიმით "მარგო"(მარგარიტა ოვსიანიკოვა)Дома-2-ის ყოფილი მონაწილეა, ახლა უკვე (ფილიპის "ბლატით")მომღერალი, მსახიობი და Fashion TV Russia-ს მთავარი რედაქტორი, არა და თავის დროზე ესკორტით ყოფილა დაკავებული(ძვირადღირებული მეძავი) 347 2-ს მოსწონს
|