x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქალი არაფრის კეთებაში მამაკაცებისგან ათასობით ფუნტ სტერლინგს ღებულობს
image

დომინატრიქსმა, რომელიც იყენებს ფსევდონიმს "დედოფალი ალექსისი"(Queen Alexis) ყვება, თუ როგორ დაიწყო ფინანსური დომინირების პრაქტიკა. ამის შესახებ Daily Star წერს.



ალექსისის თქმით, ბავშვობიდან მას ეჩვენებოდა, რომ მამაკაცებმა სრულად უნდა უზრუნველყონ ქალები. დედა მეუნეოდა: "სჯობს იტირო მერსედესში, ვიდრე ველოსიპედზე".

ერთ დღეს ქალმა შემთხვევით ნახა ვიდეო ფეხის ფეტიშისტებზე და გადაწყვიტა მათგან ფულის გამომუშავება. იმავე დღეს მან მოახერხა მცირე თანხის გამომუშავება საკუთარი ფეხების ფოტოებით.



მალე ალექსისს დაუკავშირდა მამაკაცი და ჰკითხა, შეეძლო თუ არა მისთვის ფული, ისე უბრალოდ გაეგზავნა. „ერთი წამით დავფქირდი, შეიძლება თაღლითობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ გადავწყვიტე გამერისკა და მას ანგარიშის რეკვიზიტები მივაწოდე. რამდენიმე წუთში ჩემს ტელეფონში მოვიდა შეტყობინება თანხის ჩარიცხვის შესახებ... და მერე ამას მოყვა კიდევ ერთი, მეორე ...“, - ამბობს ალექსისი.


შემდეგ მან გადაწყვიტა გამოეყენებინა მამაკაცები: არაფრის კეთებაში მათგან ათასობით ფუნტი სტერლინგი მიეღო.

image

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქალმა თავისი "ფინანსური მონებისგან" მიიღო არა მხოლოდ ფული, არამედ ძვირადღირებული საჩუქრები: ავტომობილი "მერსედესი", Louis Vuitton-ის ჩანთები, დიზაინერთა ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. მას რეგულარულად უხდიან ფულს სილამაზის სალონებში ვიზიტებისას თუ მაღაზიაში პროდუქტების შეძენის დროს. შვებულებაც კი დაუფინანსეს. ერთმა მამაკაცმა ორ თვეზე ნაკლებ დროში 15 ათასი ფუნტი სტერლინგი გაუგზავნა. "მე ამას ვიმსახურებ! მე ლამაზი და ჭკვიანი ქალი ვარ, - დაასკვნა ალექსისმა.

image

0
238
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
238
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0