x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შეყვარებული, მაგრამ არა დაბრმავებული: 76 წლის შერიმ დაადასტურა რომანი 40 წლით უმცროს ბიჭთან
image

შერმა ტოი-ბიჭის ფოტო გამოაქვეყნა და მოძულეებს შეახსენა, რომ სიყვარულმა მათემატიკა არ იცის. როგორც ჩანს, მომღერალს არ აწუხებს ალექსანდრე ედვარდსის რეპუტაცია, რომელიც გამუდმებით ღალატობდა თავის ყოფილს, მსახიობ ემბერ როუზის.


76 წლის მომღერალი შერი ბევრ ახალგაზრდას ფორას მისცემს - როგორც გარეგნულად, ასევე იმ თვალსაზრისით, თუ რა მდიდარული ცხოვრება აქვს.


ამ დღეებში პაპარაცებმა პოპ-მუსიკის ქალღმერთი 36 წლის პროდიუსერთან ალექსანდრე ედვარდსთან ერთად გამოიჭირეს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ შემსრულებელი და მუსიკალური მენეჯერი შეხვდნენ იმისთვის, რომ ახალი სიმღერების ჩაწერა განიხილონ, მაგრამ შერის, როგორც ჩანს მუშაობისთვის არ სცალია. ვარსკვლავმა გადაწყვიტა ჭორაობის საბაბი არ მისცეს საზოგადოებას და თაყვანისმცემლებს ედვარდსთან რომანის შესახებ უამბო.



"სიყვარულმა არ იცის მათემატიკა. მე არ ვიცავ თავს. მოძულეები შეგვიძულებენ... არა უშავს, რადგან ჩვენ ბედნიერები ვართ და არავის ვაწუხებთ. და ნუ ღელავთ, შეყვარებული ვარ... თუმცა დაბრმავებული არ ვარ ამით“, - დაწერა შერმა Twitter-ზე.


მომღერალმა ასევე გამოაქვეყნა საყვარლის ფოტო, რომელსაც თან ახლავს ლაკონური გული და იმათ, ვინც მასზე წუხან მასზე, რომ ედვარდსმა შესაძლოა ის გამოიყენოს, შეახსენა რომ ის "გუშინ არ დაბადებულა".


image

"არ არსებობს გარანტიები. ყოველ ჯერზე, როცა არჩევანს აკეთებ, რისკზე მიდიხარ. მე ყოველთვის ვრისკავდი... აი, როგორი ვარ", - თქვა შერმა.


შერი(შერილინ სარქისიანი)-ერთადერთი ქალი მომღერალია რომელსაც ჰქონდა ტოპ ათეულში შემავალი ჰიტი უკანასკნელი ხუთი ათწლეულიდან თითოეულში.


ასევე შერი ცნობილია როგორც მომღერალი, რომელმაც ყველაზე დიდ ასაკში მოახერხა გრემის პრესტიჟული ჯილდოს აღება (53 წლის ასაკში). შერის სახელს უკავშირდება მუსიკალური ხმის ეფექტის ე.წ. ავტო-ტონის (Auto-Tune) დანერგვა, რის შემდეგაც იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე პოპ–მომღერლების მიერ. ავტო-ტონს მეორენაირად შერის ეფექტსაც ეძახიან, რადგან დივამ ის პირველად ცნობილ გრემით აღნიშნულ სინგლში "Believe"-ში გამოიყენა.


შერი ასევე მოიხსენიება, როგორც ერთადერთი პოპ-დივა რომელიც მღერის თითქმის ყველა სტილში: Rock n' Roll, Pop, Country, Rock, Metal, Disco Music, R&B.


მხოლოდ შერი და ბარბრა სტრეიზანდი არიან ოსკაროსანი მსახიობები, რომელთაც პარალელურად გრემის ჯილდოც აქვთ მიღებული.

1
173
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
173
  
2022, 9 ნოემბერი, 0:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1