ქალი და მამაკაცი თაფლობისთვე ზეციურ სასუფეველში-ამერიკელი წყვილი ქორწილიდან 1 საათში დაიღუპა(ვიდეო) 2018, 7 ნოემბერი, 9:21 ტეხასელი ახალგაზრდები, უილ ბაილერი და ბეილი აკერმან-ბაილერი ქორწილიდან ერთ საათში დაიღუპნენ.
საქორწინო ცერემონიის დასრულების შემდეგ წყვილმა ვერტმფრენით გასეირნება გადაწყვიტა, რომელიც ჩამოვარდა დაბა იუვალდეს მახლობლად, ქალაქ სან-ანტონიოდან 135 კილომეტრში. ნაციონალური ტრანსპორტის უსაფრთხოების გამომძიებელმა გრეიგ ჰეტჩმა აღნიშნა, რომ ვერტმფრენი ჩამოვარდა აფრენიდან 5-10 წუთში. საფრენი აპარატის ნამსხვრევები 4 ნოემბერს აღმოაჩინეს, ჯერჯერობით კატასტროფის მიზეზი უცნობია. Bell 206B -ის მარკის ვერტმფრენმა ჩამოვარდისას მიწაზე 100 მეტრის სიგრძის კვალი დატოვა. გვამების და ვერტმფრენის ნამსხვრევების გამოტანას დრო უნდა, რადგან შვეულმფრენი ძნელად მისადგომ ადგილზე, მთაზე ჩამოვარდა, ცენტრალური გზიდან 6-7 კილომეტრის დაშორებით. ახალდაქორწინებული წყვილი ტეხასის სემ ჰიუსტონის უნივერსიტეტის ბოლო კურსზე სწავლობდა. ვიდეო:წყვილის სიცოცხლის უკანასკნელი კადრები ვერტმფრენის კატასტროფამდე572 6-ს მოსწონს
|