ქალი და მამაკაცი ფეხბურთელთან დაშორების შემდეგ ვისთან გადაღებული "სთორი" გამოაქვეყნა თაკო ტაბატაძემ? 8 ოქტომბერი, 10:39 როგორც ცნობილია მსახიობი თაკო ტაბატაძე, შეყვარებულს, ფეხბურთელ ნუგზარ სპანდერაშვილს დაშორდა, რომელიც მასზე 7 წლით უმცროსი იყო.მანამდე წყვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ყოველი ერთობლივი ფოტო ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, თუმცა უკვე ნუგზართან ერთად გადაღებული არც ერთი ფოტო თუ „სთორი“ მის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.სამაგიეროთ თაკო ტაბატაძე აქტიურად აქვეყნებს საკმაოდ თამამ ფოტოებს, სადაც ოთხჯერ მშობიარობის მიუხედავად, იდეალური ფიგურით იწონებს თავს.
თაკო ტაბატაძის ერთ-ერთი ბოლო სტორიში ის მსახიობ გიგა დათიაშვილთან ავტომობილში ზის, რაც არ არის გამორიცხული ეს მის ახალ გატაცებაზე მიუთითებდეს. შეგახსენებთ, თაკო ტაბატაძე 2009 წელს 17 წლის ასაკში გათხოვდა მუსიკოს გია ბაღაშვილზე, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი არის, წყვილს შეეძინა 4 გოგონა. 2022 წლის თებერვალში კი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ წყვილი უკვე კარგა ხანია ერთად აღარ ცხოვრობდა. თაკო ტაბატაძეს სამსახიობო კარიერა 2020 წელს დაიწყო და ამ მოკლე დროში ბევრი საინტერესო როლის შესრულება მოუხდა. მისი დებიუტი ცნობილი რეჟისორის - ნანა ჯორჯაძის ფილმში შედგა. "პეპლების იძულებითი მიგრაცია". ამ ფილმში თაკო მთავარ როლშია. მისი გმირი ნინო, წარსულში ბალერინა, უკეთესი ცხოვრების საძიებლად საზღვარგარეთ, ემიგრაციაში მიდის. ფილმში ვხედავთ ქართული კულტურული ელიტის წარმომადგენლებს – მხატვრებს, ხელოვანებს და მუსიკოსებს. ფილმის პრემიერა ამა წლის იანვარში შედგა. თაკო ბოლო დროს ასევე არაერთ უცხოურ ფილმში გადაიღეს და საკმაოდ საინტერესო როლების შესრულება მოუხდა. თვლის, რომ ეს 4 წელი მისთვის ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი იყო. 1949 2-ს მოსწონს
|