ქალი და მამაკაცი ინდოეთში მამაკაცი მოღალატე ცოლის მოჭრილი თავით პოლიციაში თავის ფეხით გამოცხადდა 2018, 14 სექტემბერი, 15:42 ![]() 35 წლის მამაკაცი სახელად სატიში მაჩეტის ქნევით მივიდა პოლიციის განყოფილებაში, იატაკზე დადო შავი პაკეტი და იქიდან ამოღო მოჭრილი თავი და განაცხადა, რომ "მოკლა რუპუ".აღსანიშნავია, რომ ყველაფერ ამას ერთ-ერთი პოლიციელი მობილური ტელეფონით იღებდა(შენიშვნა: ლინკზე გადასვლა მხოლოდ +18!), იუწყება The Sun-ი. შემდეგ სატიშმა განაგრძო პოლიციელებთან საუბარი:"ეს ჩემი ცოლია სერ, მე მას სრული სიყვარული ვაჩუქე, რაც შემეძლო", საპასუხოდ პოლიციელმა დაიყვირა:"ჩააბრუნე პაკეტში!", სატიშმა მორჩილად შეასრულა პოლიციელის ბრძანება და განაცხადა, რომ საკუთარ ცოლს სხვა მამაკაცთან შეუსწრო, მან დაკარგა თავშეკავების უნარი და ცოლი მოკლა, თან ისიც დასძინა, რომ ცოლის საყვარელი ჩვეულებრივი მუშა არის და თანაც ნასამართლევი. სატიშმა ისიც აღნიშნა, რომ ცოლმა ბანკიდან აიღო კრედიტი 300 000 რუპია(მიახლოებით 3, 170 ევრო) და თავის საყვარელს მისცა, საბოლოოდ პოლიციელებმა დააწყნარეს სატიში, რომ ჩვენება თანამიმდევრობით აეღოთ და დაეწყოთ გამოძიება. მანამდე კი ცოლის მკვლელი საკანში გამოამწყვდიეს. ![]() 649 4-ს მოსწონს
|