x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მამაკაცმა ცოლი ღალატში გამოიჭირა, სასამართლომ კი აქეთ დაადანაშაულა და 3-თვიანი პატიმრობაც მიუსაჯა
image

ქალი ადგილობრივ პოლიციის განყოფილებას დაუკავშირდა და ქმარი პირად ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულა.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი რამდენიმე წელია დაქორწინებული იყო და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდათ. დროთა განმავლობაში მამაკაცს, სახელად ფანს გაუჩნდა ეჭვი, რომ მის ცოლს რომანი ჰქონდა, ამიტომ სახლში ფარული კამერები დაამონტაჟა. ერთი მისაღებში ფორტეპიანოს ქვეშ, მეორე საძინებელში კომპიუტერთან ახლოს.


დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, სათვალთალო ვიდეოკამერის წყალობით, მრუშობის ფაქტი გამოვლინდა - ფანის ცოლს საყვარელი ჰყავდა და მასთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა. ეს კადრები გახდა განქორწინების საფუძველი.

2022 წლის თებერვალში ფანმა ცოლი და მისი ადვოკატი მიიწვია განქორწინებაზე მოსალაპარაკებლად, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ ტაივანელებმა წყვილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

ფანის ცოლი, თავის მხრივ, დაუკავშირდა პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას და ქმარი პირად ცხოვრებაში ჩარევაში დაადანაშაულა, რადგან მისი ნებართვის გარეშე სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა.

მოსმენის დროს ფანი თავს იცავდა, აღნიშნა, რომ ამ გზით ბავშვებზე ზრუნავდა, რომლებიც ხშირად ჩიოდნენ, რომ დედა აბაზანაში უჩვეულო ბევრ დროს ატარებდა. თუმცა, მოსამართლესთვის ეს ვერსია მიუღებელი აღმოჩნდა.

გასული წლის ბოლოს ტაოიუანის საქალაქო სასამართლომ ფანს სამ თვემდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სხვისი პირადი ცხოვრების ფარულად გადაღებისთვის მსხვერპლის თანხმობისა და საპატიო მიზეზის გარეშე. ტაივანელებმა გაასაჩივრა, მაგრამ აპელაციაზე უარი მიიღო.

შენიშვნა:მთავარი ფოტო პირობითია




image

მსგავს თემაზე მიყევით ბმულს <<სტატიები - ქალი და მამაკაცი - არაჩანდა (intermedia.ge)>>

0
449
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
449
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0