დათო ოქიტაშვილი ნინო ანანიაშვილს ნეპოტიზმში ადანაშაულებს და მის გადადგომას ითხოვს
24 დეკემბრიდან საქართველოს სახელმწიფო ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყება.
როგორც კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი აცხადებს,
ანანიაშვილი ბევრ ნიჭიერ და ცნობილ ხელოვანს ოპერის კარს უკეტავს.
ის ასევე აღნიშნავს, რომ ანანიაშვილი მეუღლეს, გრიგოლ ვაშაძეს უნდა გაემიჯნოს.
"-საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას მოუწოდებს, დაამხოს ხელისუფლება, მთავრობას ეძახის კრიმინალებს, ბიძინა ივანიშვილს ეძახის "ნარკობარიგას". მივმართავ ნინო ანანიაშვილს, - ან გაემიჯნოს თავის მეუღლეს, თქვას, რომ არ ეთანხმება მის განცხადებებს, ან გადადგეს“- აცხადებს დათო ოქიტაშვილი.