ქალი და მამაკაცი საპატარძლომ საქმროსთან ფოტოსესია მისი გარდაცვალების შემდეგ მოაწყო 2018, 24 ნოემბერი, 14:59 გოგონამ ქალაქ ტუსონიდან(არიზონას შტატი) გააკეთა ფოტოსესია აწ გარდაცვლილ საქმროსთან ერთად საპატარძლო კაბაში გამოწყობილმა, ფოტოები დები გერლახმა "ფეისბუქზე" განათავსა, იუწყება Fox News-ი.
დების საქმრო ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე დაიღუპა ავტოავარიაში(წყვილს ქორწილი თებერვლის თვეში ჰქონდა დაგეგმილი). ახალგაზრდა ქალმა გადაწყვიტა, უცნაური ფოტოსესია მოეწყო. ამისთვის კი დახმარება სთხოვა ფოტოგრამ კრისტი ფონსეკს, რომელსაც გოგონა უნდა გადაეღო საპატარძლო კაბაში, ხოლო ფოტომონტაჟით მის გვერდით უნდა დაეყენებინა გერლახის საქმროს, რენდი ციმერმანის აჩრდილი. ფოტოგრაფმა განაცხადა, რომ მსგავსი შეკვეთები ადრეც შეუსრულებია, თუმცა საქორწილო ფოტოსესია პირველად გააკეთა. "მოვისმინე რა ეს სამწუხარო ისტორია, მივხვდი, რომ მისთვის რაღაც განსაკუთრებული უნდა გამეკეთებინა"-აღნიშნა ფოტოგრაფმა. დებიმ ფოტოები ფეისბუქზე გამოაქვეყნა შემდეგი გამაფრთხილებელი ტექსტით: "გთხოვთ, ვინც ახლა ამ პოსტს კითხულობთ, ფრთხილად იყავით მოტოციკლთან...ვიღაცისთვის ეს ბაიკერი მთელი სამყაროა, სავარაუდოდ, ის მძღოლი რომ შეჩერებულიყო, მე და რენდი ვიქორწინებდით. ვიცხოვრებდი ჩემს საუკეთესო მეგობართან და მთელი ცხოვრების სიყვარულთან", - წერს დები. ასევე დაგაინტერესებთგოგო გავიცანი, საღამოს რომანტიკული სეირნობა მოვაწყეთ, ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე, შემდეგ გოგონა მეკითხება: -სად მუშაობ? -იცი რა გრძელი ისტორიაა... მე ვარ მასწავლებელი, არა და დარწმუნებული არ ვარ ჩემს არჩევანში, ამაზე ბევრს ვფიქრობ. -იცი რა, ეძებე ისეთი სამუშაო, სადაც უფრო კომფორტულად იგრძნობ თავს, კარგი ხელფასის გარეშე გაგიჭირდება ცხოვრება. -ჰოო...შენ სად ... 229 2-ს მოსწონს
|