სიახლეები თბილისში მეტროს ახალი სადგურები რუსთავამდე დაემატება 2018, 22 ოქტომბერი, 13:51
თბილისში 2019 წლის ბოლოს სამგორის მეტროდან დაგეგმილია 6 ახალი მიწისზედა მეტროს სადგურის მშენებლობა ლილოს მიმართულებით, საბოლოოდ კი მეტრო ქალაქ რუსთავამდე იმოძრავებს, ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე ეკონომიკა-ეკოტრანსპორტი“პრეზენტაციის დროს განაცხადეს.
"ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და თანადგომით, მივიღეთ გადაწყვეტილება, განვახორციელოთ პროექტი, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყება - ეს არის ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ასევე, სამგორი-აეროპორტი - აეროპორტი-სამგორის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, რვა ახალი მეტროსადგური აშენდება და 90 მილიონი დოლარი დაიხარჯება. აქედან 30 მილიონ დოლარამდე არის მეტროს ვაგონების ღირებულება. დანარჩენი კი, ინფრასტრუქტურის მოწყობაზეა გათვლილი“, - განაცხადა თბილისის მერმა. აღნიშნულ ხაზებს 6 შემადგენლობა ეყოლება, რომელიც ორიმხრივი მიმართულებით იმოძრავებს. თავდაპირველად ამ ხაზზე მატარებლისთვის მოცდის შუალედი 10 წუთი იქნება, თუმცა შემდგომში ეს დრო დაბლა დაიწევს. 2021 – 2022 წლებში ექსპლუატაციაში მეტროს ახალი 7 სადგური, რის შემდეგაც დაემატება სადგურები:სამგორი-2, კახეთის გზატკეცილი, ისთპოინტი, ორხევი, აეროპორტის დასახლება, აეროპორტი, ლილო, ლილოს ბაზრობა. მეორე ეტაპზე კი თბილისი-რუსთავს მეტროთი დაუკავშირდება. 616 3-ს მოსწონს |
......... ❥❥❥ ❥❥ ❥❥❥ www.CashPay40.Com