x
image
Lerato
ვინ იცავს ჩინეთის ავიაციის უსაფრთხოებას?
image


ჩინეთის შეიარაღებულ ძალებში მოამზადეს მაიმუნებისაგან შემდგარი რაზმი, რომლებსაც ჩიტები უნდა დაეფრთხოთ აღლუმის ჩატარების ადგილას. წვრთნები მიმდინარეობდა ამა წლის გაზაფხულიდან მოყოლებული.


მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავთან დაკავშირებით, ჩინეთში ჩატარდა სამხედრო აღლუმი. დღესასწაულს ათობით ქვეყნის მეთაური, პრეზიდენტი და წარმომადგენელი დაესწრო. ტიანანმენის მოედანსა და ახლომდებარე ქუჩებში 12 ათასმა ჯარისკაცმა და მძიმე სამხედრო ტექნიკამ ჩაიარა. 200 თვითმფრინავმა ჰაერში სხვადასხვა მანევრი შეასრულა.


imageimage


იმისათვის რომ აღლუმს უსაფრთხოდ ჩაეარა და თვითმფრინავის ტურბინებში ჩიტები არ მოხვედრილიყვნენ, მათთან საბრძოლველად მოამზადეს ხუთი მაიმუნი – Macaca mulatta, რომელთა ამოცანას ჩიტების ბუდეების მოშლა-განადგურება წარმოადგენდა. მათი რაოდენობა ამ რაიონში დაახლოებით სამოცია. თავიანთ დავალებას მაიმუნები მეთოდურად ახორციელებენ 2015 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული. იმ დროისათვის ცხადი გახდა, რომ ქალაქის სამხედრო-საჰაერო ბაზები საფრთხის ქვეშ იყო. აპრილში რამდენიმე სამოქალაქო თვითმფრინავმა არაგეგმიური დაჯდომა განახორციელა პეკინის აეროპორტში ჩიტებთან შეჯახების გამო.


imageimage

თავდაპირველად ჯარი ცდილობდა საკუთარი ძალებით გამკლავებოდა ამ პრობლემას: მოიყვანეს არწივები, ჩიტებს ლაზერის მეშვეობით აფრთხობდნენ. ბოლოს ჯარისკაცებს დაევალათ ბუდეების საკუთარი ხელით განადგურება. ეს ყველაფერი არაეფექტური აღმოჩნდა: ცოტა ხნის მერე ჩიტები კვლავ უბრუნდებოდნენ თავიანთ ჩვეულ ადგილებს. შემდეგ სამხედროებს გაახსენდათ ეკოლოგების მიერ გავრცელებული ინფორმაცია. მაგალითად, ინდოეთში აგრესიული მაიმუნები ფრინველებს საკვებს ართმევენ და მათ საცხოვრებელს ანადგურებენ.


imageimage

ზუსტად ეს აღმოჩნდა საჭირო მათი მიზნების შესრულებისთვის ავიაციასთან დაკავშირებით. ჯარში "მიიღეს" რამდენიმე მაკაკა, რომლებმაც მხოლოდ ერთი თვის მანძილზე დაახლოებით 180 ბუდე გაანადგურეს. მაიმუნების გამოყენების უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არა მხოლოდ ჩიტის ბუდეებს ანადგურებენ, შარდით ტერიტორიასაც ნიშნავენ. და რადგან მაიმუნები ფრინველების ბუნებრივი მტრები არიან, ჩიტები ამ ადგილებში მეტად აღარ ბრუნდებიან.



image


ასევე დაგაინტერესებთ:


10 ყველაზე შემზარავი გენოციდი მსოფლიო ისტორიაში


წარმოუდგენელი ფაქტები იაპონიაზე, რომლის დაჯერებაც გაგიჭირდებათ


ქალთა დუელები – "ღირსების საქმე"


იცით ვინ იყვნენ სინამდვილეში მინიონები?


ცნობილი ქალაქების საოცარი სახეცვლილება ათწლეულების შემდეგ (30+ ფოტო)


ნაკლებად ცნობილი საინტერესო ისტორიული ფაქტები, რომელიც გაგაოცებთ


45 ულამაზესი ქუჩა მსოფლიოში




2
504
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
504
  
2018, 22 ოქტომბერი, 23:28
მადლობა, გუჯა, კომენტარისთვის :) თუმცა, ეს თემა თქვენია და როგორც ამ საქმის მცოდნე, შესაბამისად, თქვენი სტატიები მაღალ შეფასებას იმსახურებს!
2018, 22 ოქტომბერი, 22:17
უმაგრესი სტატიაა, თან განსხვავებული თემატიკის და მე მინდა მოგილოცო და წარმატებები გისურვო.
პ.ს
ნებისმიერ "ნატოს" ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედრო აეროდრომებთან სპეციალური აპარატურაა დამონტაჟებული ფრინველების დასაფრთხობა, თავად აშშ-ში გაწვრთვნილ კონდორებსაც იყენებენ.
0 1 2