x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
თბილისში წლის ბოლომდე "ბოთლიყლაპია აპარატები"დაიდგმება
image

ამა წლის ივნისის დასაწყისში პროექტის ფარგლებში "შენი იდეა ქალაქის მერს" კუკური ბარამიძემ თბილისის მერიას შესთავაზა ქუჩებში "ბოთლიყლაპია აპარატების" დადგმის თაობაზე, რომელიც უკვე მრავალი წელია გავრცელებულია ევროპის ქვეყნებში.


თბილისი მერიამ იდეას მხარი დაუჭირა და წლის ბოლოსთვის ქალაქში "ბოთლიყლაპია" აპარატები დაიდგმება, ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


"ჩვენ დავიწყეთ ამ იდეაზე მუშაობა და მისი განხორციელება. ვისაც გადამუშავებაში ჩართვის სურვილი ექნება, თბილისის მასშტაბით ყველა გამგეობაში უზრუნველვყოთ შემგროვებელი აპარატების დამონტაჟება. მგონია, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია"-განაცხადა კალაძემ.


image

როგორც ბარამიძემ განაცხადა, პირველ ეპატზე აპარატები მხოლოდ პლასტმასის ბოთლებს ჩაიბარებს, თუმცა მოგვიანებით მუშაობა მინის ბოთლების აპარატებზეც დაიწყება.

"ბოთლიყლაპია აპარატები" ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ კი, საქართველოს სხვა რეგიონებში დაიდგმება.

"ბოთლიყლაპია აპარატების" მუშაობის პრინციპი ასეთია:მაგალითად, თუ პირობითად კოკა-კოლა 2.00 თეთრი ღირს, თქვენ მასში 2.20 თეთრის გადახდა მოგიწევთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასმელზე ფასი გაგეზარდათ. სხვაობას ანუ 20 თეთრს თქვენ უკან დაგიბრუნებთ "ბოთლიყლაპია აპარატი".

ამასთანავე, ბარამიძის თქმით "თუ მყიდველს არ სურს (მაგ. 20 თეთრი) დაკარგოს მომატებული თანხა, მაშინ თავად ჩააბარებს ბოთლს ან გაჭირვებული ისარგებლებს ამ თანხით და მინიმუმ საკვების ფულის შოვნას შეძლებს"


ამის გარდა აპარატი საშუალებას იძლევა, "აშენდეს პლასტმასის გადამამაუშავებელი ქარხანა, რომელიც მეორადად გამოყენების საშუალებას იძლევა. ეს სასარგებლოა როგორც ბუნებისთვის, ასევე საქართველოში არსებული სასმელების მწარმოებელი ქარხნებისთვისაც, რადგან მათ აღარ მოუწევთ საზღვარგარეთიდან პლასტმასის შეძენა და თვითონ ქვეყანაში წარმოებულ გასაბერ ბოთლებს შეიძენენ."-აცხადებს იდეის ავტორი კუკური ბარამიძე.

0
226
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0