ჭორი თუ სიმართლე? - რას წერს ყვითელი პრესა ანჯელინა ჯოლისა და დევიდ ბექჰემის ურთიერთობაზე ( + ფოტოები )
ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ მარცხით და სკანდალით დასრულდა ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი და სექსუალური წყვილის ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის რამდენიმე წლიანი სიყვარული და ოჯახური თანაცხოვრება ექვს შვილთან ერთად. წყვილი არაოფიციალურად წელიწადნახევრის წინ დაშორდა ერთმანეთს, მაგრამ ოფიციალურად ხელი რამდენიმე თვის წინ გააწერეს და ამის სასტიკი წინააღმდეგი ბრედი იყო
როგორც წყარო წერს, ორივე მხარე თვეების განმავლობაში მშვიდად აგრძელებდნენ თავიანთ საქმეს და მხარს უჭერდნენ ერთმანეთს მთელ რიგ საკითხებზე. ისინი შეთანხმებულად სასამართლოს სპეციფიკიდან გამომდინარე მშვიდად ინახავდნენ ყველაფერს, მაგრამ როცა ანჯელინა დაშორდა თავის საყვარელს ადვოკატ ლაურა ვასერს, მისმა ახალმა იურიდიულმა ჯგუფმა "სრული სასამართლო პრესი" მოაწყო პრესასა თუ მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებში. ბრედ პიტის ახლობლის განცხადებით, ის ვალდებულად თვლის იძულებით რეაგირება მოახდინოს თავდასხმაზე. მსახიობი თვლის, რომ საზოგადოებრივი თავდასხმა მათზე «ужасна для детей».
დრო გავიდა და ანჯელინას შესახებ არა ერთი ჭორი იქნა გავრცელებული. მათ შორის მუსირებდა აზრი მისი და კიანუ რივზის სასიყვარულო ურთიერთობაზე და ტაბლოიდები იმასაც ამბობდნენ, რომ მსახიობმა კიანუს დედის გვერდით ლოს ანჟელესში საკუთარი სახლიც კი შეიძინა და მას ხშირად სტუმრობდა.ჭორი მალევე გაქარწყლდა, რამდენადაც მსახიობი მალე სხვა მანდილოსანთან ერთად დააფიქსირეს.დღეს კი არა ერთი ცნობილი ჟურნალი "Star" და მედია საშუალება "Gossip Cop" ავრცელებს ინფორმაციას ანჯელინასა და დევიდ ბექჰემის რომანის შესახებ. ჰოლივუდის სექს სიმბოლო ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრშია და მას ნამდვილად აქვს დრო პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად, რაც ის ბრედ პიტს ოფიციალურად დაშორდა. არა და ვიქტორია და დევის ბექჰემები ოცწლიანი ოჯახური იდილიის პიკში არიან. მომღერალმა გავრცელებულ ჭორებს იმით უპასუხა, როცა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დევიდის და ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, ასევე ფეხბურთელის ინსტაგრამიც ოჯახური ფოტოთი დაიტვირთა, სადაც დევიდი და ვიქტორია ბავშვებთან ერთად პოზირებენ. როგორც წყარო წერს, დევიდი და ენჯი ერთმანეთს მადლიერების დღეს შეხვდნენ ლონდონში და დღემდე მსახიობი მოსვენებას არ აძლევს ფეხბურთელს და სურს წყვილი ერთმანეთს დააშოროს.ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით კი ისინი საქველმოქმედო პროექტებზე საუბრობენ და მათ შორის არაფერიც არ ხდება.
ყოველივეზე დაყრდნობით, ტაბლოიდები წერენ, რომ ანჯელინასა და დევიდის ურთიერთობის შესახებ ზოგიერთი მედიასაშუალება მხოლოდ და მხოლოდ ჭორებს ავრცელებს და რომ მათი ურთიერთობა, ჯერჯერობით მაინც, საქმიან ჩარჩოებს არ გასცდენია.როგორც ინფორმაცია ვრცელდება, ვიქტორია ქმრის დარწმუნებას ცდილობს თავი შორს დაიჭიროს ანჯელინასგან, მაგრამ დევიდი ცოლს არ უსმენს.ტაბლოიდები იმასაც წერენ, რომ წყვილის ურთიერთობა განქორწინების ზღვარზეა და მათ საერთო მხოლოდ შვილები ჰყავთ.
საპირისპიროს ამტკიცებს დევიდ ბექჰემის წარმომადგენელი, რომელიც კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ჭორებს და უფრო მეტიც, ის წყვილის შესანიშნავ ურთიერთობაზე საუბრობს და უარყოფს ენჯისთან ფეხბურთელის მიმოწერის ფაქტს.სხვა წლებისგან განსხვავებით დევიდმა საახალწლოდ რამდენიმე მეგობარი მიიწვია სახლში და წვეულება გამართა. ფეხბურთელმა ინსტაგრამის საკუთარი გვერდი დღესასწაულზე გადაღებული ბევრი ვიდეოთი დატვირთა. ერთ - ერთ კლიპში კი დევიდი მეუღლეს საახალწლო მხურვალე კოცნასაც კი უძღვნის.