სიახლეები რომელ ქვეყნებშია ბენზინი ყველაზე იაფი? 2018, 30 ივლისი, 11:52 სააგენტო Bloombergმა გამოქვეყნა ტოპ-10 ქვეყნების რეიტინგი, სადაც ყველაზე იაფია ბენზინი. საწვავი A-95 ყველაზე იაფი ღირს ვენესუელაში. იქ ერთი ლიტრის ფასი 0, 01 დოლარია. მეორე ადგილზეა ირანი, სადაც ლიტრის ფასი 0, 28 $-ია. ლიდერთა სამეულს ასრულებს ქუვეითი-0, 35$/1ლ. ათეულის შემდეგი ქვეყნები ასე გადანაწილდა:ნიგერია - 0.41 დოლარი/1ლ, ეგვიპტე - 0.43$, საუდის არაბეთი და მალაიზია - 0.54$, ინდონეზია – $ 0.67, არაბთა გაერთიანებული საემიროები – $ 0.68 და რუსეთი – $ 0.72. რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც ბენზინი ყველაზე ძვირია, პირველ ადგილზეა ჰონგ-კონგი, იქ ერთი ლიტრის ფასი 2, 09$-ია; შემდეგი ნორვეგია -2, 02$/1ლ. მესამეზეა ჰოლანდია -1, 93$/1ლ; მეოთხე და მეხუთე პოზიცია უკავიათ საბერძნეთს და იტალიას - 1, 91/1ლ. რაც შეეხება საქართველოს, ბენზინის ფასი 0, 98/1, 00$-ის ფარგლებში მერყეობს. 570 4-ს მოსწონს
|