x
image
natia.a
რატომ მიჰყიდა დავით აღმაშენებლის ცოლმა ქართული ჯვარი ევროპელებს - უცნობი ისტორია
image

დავით აღმაშენებელი და პარიზის ღვთსმშობლის ტაძარი... რა კავშირი უნდა იყოს დროსა და სივრცეში დაშორებულ ამ უდიდეს ისტორიულ პიროვნებასა და ხელოვნების ნიმუშს შორის? სწორედ ამ, ბევრისთვის უცნობ ფაქტზე ვისაუბრებთ ქვემოთ.


ცნობილია, რომ დავით აღმაშენებელს მჭიდრო კავშირი ჰქონდა ჯვაროსნებთან და ქართველი მეომრებიც ეხმარებოდნენ მათ. ამიტომ იერუსალიმის აღებისა და წმინდა ქალაქში კათოლიკური ეკლესიების ამოქმედების შემდეგ ქართული ჯვრის მონასტრისთვის ხელი არ უხლიათ, პირიქით, ეხმარებოდნენ კიდეც.


imageიერუსალიმის ჯვრის მონასტერი


წმინდა საფლავის კანტორს, ანსელუსს, დავით აღმაშენებლის ქვრივისგან მიუღია ცხოვლისმყოფელი ჯვარი, რომელსაც თავად კანტორი, პარიზში ეპისკოპოსი გალონისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში ასე აღწერს: „...როგორც ბერძენთა და ასურთა ნაწერები გვასწავლიან, ქრისტეს ჯვარი ოთხ ძელთაგან ყოფილა შემდგარი. მათში ერთი ის იყო, რომელზედ პილატემ ზედწერილი დაწერა, მეორე — სად იესო ქრისტეს გაშლილი მკლავნი და ხელები მიმაგრებული იყო; მესამე, რომელს მისი ტანი ეკიდა, და მეოთხე — რომელში თვით ჯვარი გამაგრებული იყო და რომელიც გვერდის და ფერხთა სისხლის დაღვრით გავლილია და კურთხეული. ხოლო ის ჯვარი, თქვენ რომ გამოგიგზავნეთ, ორი ძელითგან არის გაკეთებული და დავით, მეფე ქართველთა, სანამ ცოცხალი იყო, უაღრეს თაყვანისცემას და სიყვარულს უძღვნიდა, ის დავით, რომელს, მისი წინაპრებივით, კასპიის კარი — გოგსა და მაგოგს რომ ზღუდავს — ეჭირა და დარაჯობდა, რასაც შვილი მისი აქამომდე ასრულებს, ვისი ქვეყანა და სამეფო მედელთ (იგულისხმება მიდია) და სპარსთა წინააღმდეგ ჩვენი, ასე ვთქვათ, წინა ბურჯია“ (თარგმნ. ზ. ავალიშვილის).


image

მაინც როგორ მოხვდა მსგავსი სიწმინდე ჯვაროსანთა ხელში და რატომ გაყიდა იგი ქართველმა დედოფალმა? ან კი, რომელ დედოფალს გულისხმობს კანტორი "დავითის ქვრივში" - რუსუდანს (აღმაშენებლის პირველ ცოლსა და მეფე დემეტრეს დედას) თუ ყივჩაღთა მეფის ქალიშვის, გურანდუხტს? ამის შესახებ დაზუსტებით არავინ იცის, თუმცა მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის, რომ ამ შემთხვევაში საუბარია რუსუდან დედოფალზე, რომელიც იმ დროს იერუსალიმში მონაზვნად იყო აღკვეცილი.


იმ პერიოდში საქართველო სელჩუკებთან ომში იყო ჩართული და იერუსალიმში ქართულ მონასტრებს მატერიალურად ვერ ეხმარებოდა. ქართველი ბერ-მონაზვნები შიმშილისგან რომ ეხსნა, დავით აღმაშენებლის ცოლყოფილმა დიდძალ თანხად მიჰყიდა ჯვარი ჯვაროსნებს. ქართველი დედოფლისგან შეძენილი წმინდა საგანძური პარიზში მცირე ზომის ბაზილიკაში დააბრძანეს. მოგვიანებით ბაზილიკის ადგილას აშენდა ცნობილი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი.


imageძელიცხოვლის ჯვარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში.


აღნიშნული ფაქტი ნათლად არის აღწერილი გრიგოლ რობაქიძის რომანში "მცველნი გრაალისა":


"1109 წლის 30 ივლისს უფლის საფლავის კანტორი ანსელუსი იერუსალიმიდან პარიზს გადასცემს ჯვარს, რომელზედაც მაცხოვარი მისტიკური სიკვდილით აღესრულა. ეს ყოვლად მოულოდნელი ნეტარებაა მთელი საფრანგეთისთვის. ის საზეიმოდ დაასვენეს ბაზილიკაში, უბრალო სალოცავში, რომლისა ადგილას მოგვიანებით პარიზის სახელგანთქმული ღვთისმშობლის ტაძარი აღმართა. ჯვარს "კუ-ანსელის" სახელით იხსენიებდნენ. თითქმის შვიდი საუკუნე ესვენა იგი ღვთის სავანის ჩრდილში. 1793 წელსკი ღვთისმშობლის ტაძარი გაიძარცვა და შეირყვნა. მას შემდეგ ჯვრის ბედი ყველასათვის უცნობია. (...) არადა ეს ჯვარი ჯვაროსნებს საქართველოდან გადაეცათ (...), ანსელუსი თავად მოწმობს ამას (...) თავის ეპისტოლეში პარიზის არქიეპისკოპოს გალონესა და არქიდიაკვან სტეფანესადმი: მისი თქმით, მას ეს ჯვარი საქართველოს მეფის, დავითის ქვრივმა გადასცა. მართალია, ქვრივის შესახებ ცნობა მცდარია, მაგრამ ამით არაფერი იცვლება: მთავარი ისაა, რომ ჯვარი აღმაშენებლის სამეფოდან წამოუღიათ. თავად მეფე ამ ეპისტოლეში უდიდესი მოწოწებითაა მოხსენიებული: "შემდგომ ამისა დავითი, მეფე ქართველთა, ჭეშმარიტად უდიდესი რუდუნებითა და სიხარულით ინახავდა ჯვარს, მანამ ცოცხალი იყო. ამ მეფეს მის წინამორბედთა დარად მტკიცე ხელით ეპყრა კასპიის კარიბჭე, რომლის მიღმა გოგი და მაგოგია გამომწყვდეული და სადაც ამჟამად მისი ვაჟი ახერხებს სპარსელთა მიდიელთა მოდრეკას. მისი სახელმწიფო საგუშაგო ციხე-კოშკია ჩვენთვის."


(ნაწყვეტი)

გრიგოლ რობქიძე, მცველნი გრაალისა", 1937 წ.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. ვინ უყვარდა თამარ მეფის ვაჟს და რომელი სექტის შეხედულებებს აღიარებდა ლაშა-გიორგიimage


2. რატომ მიათხოვეს თამარ მეფის უკანონო და ქართველთა მეფეზე შეყვარებულ უფლისწულსimage


3. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ...image


4. ვერაფრით მიხვდებით, ვინ არის ამ ფოტოზე! - დააკვირდით მის თვალებს...image

5. 25 თებერვალი: გახსოვთ რა მოხდა ამ დღეს? - ტესტი იმაზე, რაც არასოდეს უნდა დავივიწყოთ...image


6. როგორ აყალბებდნენ სსრკ-ში ისტორიულ ფოტოებს - რატომ ქრებოდნენ ადამიანები სურათებიდან...image


7. იცით, ვინ არის სინამდვილეში გამოსახული თამარ მეფის ამ პორტრეტზე?image



0
1594
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1594
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0