x
image
natia.a
რატომ მიათხოვეს თამარ მეფის უკანონო და ქართველთა მეფეზე შეყვარებულ უფლისწულს
image

მას შემდეგ, რაც თამარ მეფის პირველი ქმარი, გიორგი რუსი საქართველოდან გააძევეს, ულამაზესი ქართველი მეფის ქმრობის უამრავი მსურველი გამოჩდა. მათ შორის იყოს არზრუმის სულთანი, მუ­ტაფ­რა­დინ სალ­დუ­ხის ძე. თამარის სიყვარულით გახელებულმა მუსულმანმა მამა-პაპისეულ რელიგიაზეც კი თქვა უარი და 1188 წელს, სასურველი ქალის ხელის სათხოვნელად საქართველოში თავისი ფეხით ჩამოვიდა.

მუსტაფრადინი კარნუ-ქალაქიდან (არზრუმი) ჩამოვიდა „დიდითა ლაშქრითა, მრავლითა დიდებულითა, ხოჯაებითა და საჭურისითა, მონებითა და მხევლითა, ბარგითა და სიმდიდრითა, სახელმწიფოთა ძღუნითა კმასაყოფინელითა, თუალისა და მარგალიტისა, საჭურჭლეთა და ლართა თანა ავაზებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა“.

image


აღსანიშნავია, რომ სწორედ მუსტაფრადინის პაპა, სალდუხ-ამირა ანისზე შემოსევისას თამარის პაპამ, დემეტრე მეფემ, სასტიკად დაამარცხა, დაატყვევა და შემდეგ ტყვეობიდან დიდსულოვნად გაათავისუფლა…


ქართველები ჩვეული სტუმართმოყვარეობით დახვდნენ შეყვარეულ სულთანს. თამართან აუდიენციაც ჩვეულებრივ ჩატარდა. მაგრამ სულ ეს იყო. ამის შემდეგ ქართველი მეფე სტუმარს აღარ შეხვედრია. სამაგიეროდ, ქართველები იმდენად დიდი პატივით ართობდნენ უცხო ქვეყნიდან მოსულს, რომ მუსტაფრადინს საქართველოდან წასვლაც აღარ სურდა.


თბილიში, ნადიმსა და ნადირობაში გაატარა სულტანმა მთელი შემოდგომა და ზამთარი. თამარი კი ამ დროს ქვემო ქართლში იყო. გაზაფხულზე კი, როცა სანატრელი ქალი თბილისში დაბრუნდა, ქართველმა დიდებულებმა დაყოვნებული სტუმარი მაშინვე კახეთში სანადიროდ წაიყვანეს. აშკარა იყო, თამარი ერიდებოდა გახელებულ სულთანთან შეხვედრას.


image


საბოლოოდ, დიდგვაროვნებმა მოახერხეს და უთავბოლო ნადიმით, გართობითა და უიმედო ლოდინით დაღლილ სტუმარს თავად ათქმევინა უარი "მიუწვდომელი" ქალის ხელის ძიებაზე.


თუმცა "ხელცარიელი" მაინც არ გაუშვეს სტუმარი და მეფის ნახევარდა, არანაკლებ მშვენიერი რუსუდანი მიათხოვეს. თამარს სულ ორი და ჰყავდა, ორივე რუსუდანი, ერთი კანონიერი, ღვიძლი და, რომელიც ოს უფლისწულზე გაათხოვეს, მაგრამ მალევე დაქვრივდა და საქართველოში დაბრუნდა; მეორე კი უკანონო - თამარის მამის, გიორგი მესამის, ხარჭისგან ნაშობი ასული. სწორედ ამ უკანასკნელზე, თბილისშივე დააქორწინეს მუსტაფრადინი და დიდძალი მზითევითა და ძღვენით დატვირთული სიძე-დედოფალი არზრუმს გაისტუმრეს.


სულთანი მაინც კმაყოფილი წავიდა საქართველოდან, სხვა რომ არაფერი, თამარის სიძე გახდა და იმხანად უძლიერესი სახელმწიფოსთან - საქართველოსთან მოყვარული ურთიერთობა დაამყარა.



ასევე დაგაინტერესებთ:


1. ვინ უყვარდა თამარ მეფის ვაჟს და რომელი სექტის შეხედულებებს აღიარებდა ლაშა-გიორგიimage



2. ცეკვა "ქართული" - რა იმალება ყველა ქართველისთვის საყვარელი ცეკვის მიღმაimage



3. ვინ იყო თამარ მეფის შვილიშვილი, რომელზეც ისლამურ სამყაროში ლეგენდებს თხზავდნენ...image


4. ქართველი ტყვე ქალისა და ირანელი თავადის სიყვარული - როგორ შეიქმნა თბილისელების საყვარელი ადგილიimage


5. ამბავი სიყვარულისა, რომლის წინააღმდეგი იყო მთელი მსოფლიო - ბევრისთვის უცნობი ისტორიაimage


6. რატომ არის სხვისი ცოლი უფრო ტკბილი - ბოლო დროის ყველაზე პოპულარული იგავიimage

7. ქართველი თავადი, რომელზეც მსოფლიო წერდა, ბოლოს კი რუსთაველზე სიგარეტებს ყიდდა- ნიკო ბაგრატიონის უცნაური ისტორია...image












0
5360
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0