დიეტოლოგია დიეტა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.. 2018, 16 ივნისი, 23:16 არასწორი კვება ჩვენი დროის ყველაზე დიდი პრობლემა გახლავთ..
რადგან ჩვენი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ძნელია იკვებო სწორად და ჯანსაღად...
როგორ უნდა იკვებონ ადამიანებმა, რომელთაც აღენიშნებათ კუჭ-ნაჭლავის პრობლემები?
სტატიაში ნამდვილად იპოვით პასუხს ამ კითხვაზე...
ხორცის პროდუქტები:შეგვიძლია მივირთვათ: საქონლის, ხბოს, ქათმის, კურდღლის, ინდაურის უცხიმო მოხარშული ხორცი... ასევე ხორცსაკებში გარატებული უცხიმო ხორცისგან დამზადებული კატლეტი (ორთქლზე) და მოხარშული ხორცის პაშტეტი... აკრძალულია: ცხვრის, ღორის და ფრინველის ცხიმიანი და შებოლილი ხორცის მიღება..(განსაკუთრებით მოერიდეთ იხვის და ბატის ხორცს) ნუ მიირთმევთ ძეხვეულს და კონსერვებს... თევზის პროდუქტები:ნებადართულია მხოლოდ მოხარშული და უცხიმო ჯიშები... ვირთევზა, ქორჭილა, ქარიყლაპია, კობრი, ფარგა და ხიზილალა მხოლოდ მცირე რაოდენობით...![]() ![]() რძის პროდუქტები:შეგიძლიათ მიირთვათ მოუხდელი რძე, რძის ფხვნილი, ახალი ხაჭო, მაწონი, ნაკლებად ცხიმიანი ყველი...![]() აკრძალულია: შებოლილი ყველი, მომჟავო მაწონი და არაჟანი, ნაყინი და ყველაზე საყვარელი პროდუქტი – შოკოლადი.. ![]() წვნიანი კერძები :სასარგებლოა მაწვნის სუპი, ბოსტნეულის სუპი მაკარონით, მოხარშული ბოსტნეულის სუპ-პიურე..ბრინჯი, შვრია, ქერი და წიწიბურა...
შეგიძლიათ მიირთვათ დღეში მხოლოდ ორი ცალი თოხლოდ მოხარშული ან ორთქლზე დამზადებული ომლეტი... |
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |