x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ბროკოლი ენერგიის წყარო

ბროკოლი წონის კლებაში დაგეხმარებათ!

ბროკოლი, ერთ-ერთი ყველაზე სასარბებლო და დიეტური imageბოსტნეულია იგი ვიტამინებისა და მინერალების ნამდვილ საბადოს წარმოადგენს.
იგი აფერხებს კიბოს განვითარებას, აწესრიგებს ნივთიერებათა
ცვლას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს ორგანიზმს და ხელს უწყობს წონაში კლებას.
ბროკოლი ერთწლიანი მცენარეა, კომბოსტოსებრთა ოჯახიდან. მისი სამშობლოა მცირე აზია. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ რომში და დიდი ხანია პოპულარულია საფრანგეთსა და იტალიაში.

მისი ადრეული ჯიშბი მწვანე ფერისაა, ხოლო გვიანი იისფერი.
ყველაზე მეტი სასარგებლო ნივთიერებაა ახალგაზრდა ბროკოლში. მისი შენახვა რეკომენდირებულია მაცივარში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ბროკოლი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, კარგია თუ მას შევიტანთ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში, მივირთმევთ მისგან დაზადებულ კერძებსა და სალათებს.

ვიტამინების და მინერალების შემცველობა: ვიტამინ C მასში 2, 5 ჯერ მეტია ვიდრე ციტრუსებში, ასევე ის ჭარბად შეიცავს PP, K, U და ბეტა-კაროტინს(A), და B- ჯგუფის ვიტანინებს, ასევე მინერალურ ნივთიერებებს: კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, თუთია, სელენი და რკინა.

რეცეპტი: ბროკოლი ნიგვზით
image
დაშალეთ და გარეცხეთ ბროკოლი 7 წუთი ადუღეთ მარილიან წყალში. შემდგომ გადავწუროთ და გათუთქული ბროკოლი ჩავაწყოთ ნიგვზიან ბაჟეში.

ეს კერძი ძალიან გემრიელია განსაკუთრებით მჭადთან და ღომთან ერთად.


თუმცა უკეთესია თუ ქორფა ბროკოლს ცოცხლად მიირთმევთ, რადგან მასში ყველა ვიტამინი უკლებლივ არის შენარჩუნებული.



















0
1094
1-ს მოსწონს
ავტორი:david danelia
david danelia
1094
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0