საზოგადოებრივი კახეთის სამთავრო 2019, 29 აპრილი, 12:38 ![]() კახეთის სამთავრო იყო ფეოდალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში, რომელიც ჩამოყალიბდა VIII საუკუნის მეორე ნახევარში და იქცა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ 787 წელს, გამოეყო რა ქართლის საერისმთავროს. მან დამოუკიდებლობა შეინარჩუნა 1010 წლამდე, მანამ, სანამ ბაგრატ III-მ იგი ერთიან ქართულ სახელმწიფოს არ შეუერთა. კახეთის სამთავროს მართავდნენ არა მეფენი, არამედ ფაქტობრივი მეფეები წოდებით - "ქორეპისკოპოსი". ამ სახელმწიფოს მართავდა 3 ქართული დინასტია: ბაგრატიონები, დონაურები და არევმანელები. კახეთის სამთავროს ქორეპისკოპოსები:1. გრიგოლ ბაგრატიონი - კახეთის ქორეპისკოპოსი 787-827 წლებში. 2. ვაჩე (დაჩი) დონაური - კახეთის ქორეპისკოპოსი 827-839 წლები. 3. სამოელ დონაური - კახეთის ქორეპისკოპოსი 839-861 წლებში. 4. გაბრიელ დონაური - კახეთის ქორეპისკოპოსი 861-881 წლებში. ![]() 5. ფადლა I არევმანელი - კახეთის ქორეპისკოპოსი 881-892 წლებში. 6. კვირიკე I არევმანელი - კახეთის ქორეპისკოპოსი 892-918 წლებში. 7. ფადლა II არევმანელი - კახეთის ქორეპისკოპოსი 918-929 წლებში. ![]() 8. კვირიკე II არევმანელი - კახეთის ქორეპისკოპოსი 929-976 წლებში. 9. დავით არევმანელი - კახეთის ქორეპისკოპოსი 976-1009 წლებში. ![]() 10. კვირიკე III - კახეთის ქორეპისკოპოსი 1009-1010 წლებში. მსგავსი სტატიები:1. კოლხეთის სამეფო 2. დიაოხის სამეფო 3. იბერიის სამეფო 4. დიდნაურის ქალაქ-სახელმწიფო 5. ლაზიკის სამეფო 6. აფხაზთა სამეფო 7. კახეთის სამეფო 8. ჰერეთის სამეფო 9. კახეთ-ჰერეთის სამეფო კრებულები:1. საქართველო 2. მეცნიერება 3. ქართული მითოლოგია 4. რელიგია 5. ჰიტლერი 6. ნაციონალ-სოციალიზმი ავტორი: თორნიკე ფხალაძე1080 1-ს მოსწონს
|