x
მეტი
  • 23.10.2019
  • სტატია:95840
  • ვიდეო:343169
  • სურათი:457806
კახეთის სამეფო

კახეთის სამეფო


კახეთის სამეფო ჩამოყალიბდა 1466 წელს და 1762 წლამდე იარსება. ამ წელს კი წარმოიქმნა ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფო. სანამ კახეთი სამეფოდ იქცეოდა, იქამდე მას მართავდნენ ქორეპისკოპოსები და სამთავრის წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით პირველად 787 წელს ჩამოყალიბდა, გამოეყო რა ქართლის საერისთავოს. კახეთის სამეფოს დედაქალი გახლდათ გრემი და შემდეგ თელავი. კახეთის პირველი მეფე კი გახდა ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII, რომელიც კახეთის მეფედ კურთხევის შემდგომ იწოდა როგორც გიორგი I.


კახეთის სამეფოს გერბი


კახეთის მეფეები:


1. გიორგი I ბაგრატიონი - კახეთის მეფე 1466-1476 წლებში.


გიორგი I ბაგრატიონი - კახეთის მეფე


2. ალექსანდრე I ბაგრატიონი - კახეთის მეფე 1476-1511 წლებში.


3. გიორგი II ბაგრატიონი - წოდებული როგორც ავგიორგი. კახეთის მეფე 1511-1513 წლებში.


გიორგი II - იგივე ავგიორგი. კახეთის მეფე. მსახიობი: რატი გოგუაძე


4. დავით X ბაგრატიონი - კახეთის მეფე 1513-1518 წლებში.


5. ლევან I ბაგრატიონი - კახეთის მეფე 1518-1574 წლებში.


ლევან I - კახეთის მეფე


6. ალექსანდრე II ბაგრატიონი - კახეთის მეფე 1574-1601 წლებში.


ალექსანდრე II - კახეთის მეფე


7. დავით I ბაგრატიონი - კახეთის მეფე 1601-1602 წლებში.


დავით I - კახეთის მეფე


8. ალექსანდრე II ბაგრატიონი - ხელახლა ხდება კახეთის მეფე და მართავს 1602-1605 წლებში.


9. კონსტანტინე I ბაგრატიონი - კახეთის მეფე 1605 წელს.


10. თეიმურაზ I ბაგრატიონი - კახეთის მეფე 1605-1625 წლებში. შემდეგ ხდება ქართლ-კახეთის სამეფოს მეფე და მართავს მას 1625-1633 წლებში და შემდეგ ხდევა კვლავ მხოლოდ კახეთის მეფე და მართავს კახეთის სამეფოს 1634-1648 წლებში.


თეიმურაზ I - კახეთის მეფე


ირანის ანექსია - 1648 წელს ხდება ირანის მიერ დაპყრობა კახეთის სამეფოსი და იგი ირანის შემადგენლობაში რჩება 1664 წლამდე. ამ წელს კი ისევ დამოუკიდებელი ხდება კახეთის სამეფო და მეფე ხდება დიდი არჩილ II.


11. არჩილ II ბაგრატიონი - კახეთის მეფე 1664-1675 წლებში. შაჰნაზარ-ხანად წოდებული.


არჩილ II - კახეთის მეფე


ირანის ანექსია - კახეთის სამეფოს უკვე მეორედ იპყრობს ირანის პირსისხლიანი იმპერია და ეს დაპყრობა გრძელდება 1675-1703 წლებში.


12. ერეკლე I ბაგრატიონი - ნაზარ ალი-ხანად წოდებული. კახეთის მეფე 1703-1709 წლებში.


ერეკლე I - კახეთის მეფე


13. დავით II ბაგრატიონი - უმამყული-ხანად წოდებული. კახეთის მეფე 1709-1722 წლებში.


დავით II - კახეთის მეფე


14. კონსტანტინე II ბაგრატიონი - მაჰმად ყული-ხანად წოდებული. კახეთის მეფე 1722-1732 წლებში.


კონსტანტინე II  - კახეთის მეფე


15. თეიმურაზ II ბაგრატიონი - კახეთის გამგებელი 1732-1744 წლებში.


თეიმურაზ II - კახეთის გამგებელი


16. ერეკლე II ბაგრატიონი - კახეთის მეფე 1744-1762 წლებში. ის 1762 წელს ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფოს მეფე ხდება და მართავს მას 1798 წლამდე.


ერეკლე II - კახეთის მეფე



17. გიორგი XII ბაგრატიონი - ქართლ-კახეთის მეფე 1798-1800 წლებში.


გიორგი XII - ქართლ-კახეთის მეფე


რუსეთის ანექსია - ამით კახეთის სამეფოს ისტორია მთავრდება და მეფობა კახეთში უქმდება, ისევე, როგორც ქართლში. 1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I ხელს აწერს ქართლ-კახეთის სამეფოს შეერთებას რუსეთთან.






მსგავსი სტატიები:


1) კოლხეთის სამეფო,

2) დიაოხის სამეფო,

3) იბერიის სამეფო

4) ლაზიკის სამეფო

5) აფხაზთა სამეფო



კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
312
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0