x
image
ნინო ბაისონაშვილი
რატომ ვადანაშაულებთ ხოლმე ქალებს
მახსოვს, თოთხმეტი წლის ვიყავი. მეგობარ და თანაკლასელ გოგონასთან ერთად მივდიოდი, როცა ერთ-ერთ ჩიხში ჩასაფრებული მანქანიდან სამი მუტრუკი გადმოხტა და ეს გოგონა მანქანაში ნივთივით ჩატენა. ვერავითარი წინააღმდეგობა ვერ გავუწიეთ, რასაკვირველია. გასკვირი ისაა, რომ ამ სცენას სულ ცოტა ორი-სამი გულგრილი მაყურებელი ჰყავდა. ჩატენეს და წაიყვანეს გაურკვევლი მიმართულებით. ეს ალბათ ჩვენს ქვეყანაში ერთ დროს ფართოდ გავრცელებული “მოტაცების“ პრაქტიკის ერთ-ერთი უკანასკნელი მაგალითია. მერე მახსოვს, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის შესახებ კანონი გამკაცრდა და პრაქტიკაშიც დაიწყო მუშაობა, რასაც მთელი მითქმა-მოთქმა მოჰყვა, როგორ უნდა ჩასვა კაცი ციხეში ქალის მოტაცებისთვისო. არ ესმოდათ ... ან კი როგორ გაიგებდნენ ამას მოტაცებული ქალები, რომლებიც ერთი სხვაგან გათენებული ღამის, ძალადობის და ამხელა სულიერი ტრამვის შემდეგ მშობელმაც კი არ მიიღო ან ის კაცები, რომლებსაც მოტაცებული, ბედს შეგუებული, უსიყვარულოდ დაბერებული ცოლები უსხდნენ შინ და, რომელთაგანაც არაერთმა დაუტოვა მოძალადე სიძეს “ მოსახდენი მომხდარია“ განაჩენგამოტანილი შვილი შინ? მოგვიანებით კი სამსკაციანი ქორწილიც გადაუხადა და ძეობაც (აბა გოგონას დაბადება რა აღსანიშნი იყო? )


საბედნიეროდ, ჩემი მეგობრის დედას გონიერება ეყო, სარჩელიც შეიტანა და ბოლომდეც იბრძოლა თავისი ერთადერთი, არასრულწლოვანი გოგონას ბედნიერებისთვის. შვილიც დაიბრუნა და დამნაშავეებიც შესაბამისად დაისჯნენ, მაგრამ ეს ერთეულ შემთხვევებში ხდებოდა.


მეორე დღეს სკოლაში ჯერ ისევ შოკირებული წავედი, ძალიან მძიედ ვგრძნობდი თავს ნანახი ძალადობის სცენის გამო და მარის განწირული კივილი ჩამესმოდა ყურში, მახსენდებოდნენ გულგრილი მაყურებლები, რომლებსაც წამით არ უფუქრიათ თავიანთი თავების მარის მშობლების მდგომარეობაში ჩაყენება. სკოლაში ცალკე დაკითხვა მომიწყვეს მასწავლებლებმა, დირექტორმა, სასწავლო ნაწილმა : უყვარდა თუ არა, ეპრანჭებოდა თუ არა, ხვდებოდა თუ არა, რას მეუბნებოდა მასზე და ასე შემდეგ. ვუსმენდი გაოცებული, აშკარად ვერ ხვდეობოდნენ ფაქტის სიმძიმეს ეს მოწიფული ადამიანები, მათთვის ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო გარდა მსხვერპლის ასაკისა, არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტისა, რომელიც მასზე ათი წლით უფროსი მამაკაცის მიერ იყო ჩადენილი, მაგრამ, მეორე მხრივ, რა ექნათ თავად მოტაცებულებს, პატრიარქალური კულტურის შვილებს, ჯერ თავიანთი კულტურის შვილებად იშვნენ და მერე - მასწავლებლებად.

რაც დრო გადის, ეს აბავი მით ხშირად მახსენდება. მახსენდება აჟიოტაჟი, ათასი ჭორი, მითქმა-მოთქმა ყველფერი, რასაც თხზავდნენ და ძალიან, ძალიან ცოტა ადამიანი, ვისაც ბავშვი კი არ დაუდანაშაულებია, არამედ - მოძალადე . ის ძალიან ცოტასთვის იყო ბავშვი, იხსენებდნენ ყველაფერს : როდის როგორ გაუცინა, როდის როგორ ეცვა და ასე შემდეგ. მოძალადე მსხვერპლი იყო, მსხვერპლი- მოძალდე, ხე ცნობადის ნაყოფი, “ცდუნება“ რომელსაც “საწყალმა“ ბიჭმა ვერ გაუძლო .



დღეს, როდესაც ვისმენ, როგორ ცალსახად დამნაშავეა ქალი, რომელიც მოკლეს, ბავშვი, რომელსაც პედოფილი ავიწროვებდა, ქალი, რომელიც გააუპატიურეს და ადამიანები გულუბრყვილოდ სვამენ კითხვებს, თუ რატომ, რატომ ადანაშაულებენ ყოველთვის მსხვერპლს, განსაკტრებით მაშინ, როცა ის ქალია, უნდა გავიხსენოტ საიდან მოვდივართ. ამ კითხვას მკაფიო პასუხი აქვს და მას პატრიარქალიზმი ქვია. ქალი, ჩვენეული გაგებით, ისევე, როგორც ყველა სხვა პატრიარქალურ კულტურაში, საცდურია და თუ არავის “აცდუნებს“ ხიფათიც არ შეემთხვევა. ამ ფონზე, რაღა გასაკვირია ისეთი ფრაზების მოსმენა, როგორიცაა : “ჭკვიანად უნდა ყოფილიყო და არავინ შეეხებოდა“ “დადიან ყველაფერგადმოყრილები და მერე ძალადობაზე წუწუნებენ “ “თუ ქალმა მიზეზი არ მისცა, შანსი არ არის კაცმა რამე აკადროს“ “შვილებანმა დედამ შვილებს უნდა მიხედოს და მიუძღვნას ცხოვრება “ “წესიერ გოგოს ვეღარ ნახავ, რომ ოჯახში შემოიყვანო“ (წესიერება თავისთავად ბუნდოვანი ცნებაა, მაგრამ ისინი პურიტანულ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდნენ). ქალებიც დაეჩვივნენ დუმილს გაკიცხვის შიშით, ერთმანეთს წაეკიდნენ თანადგომის ნაცვლად და შეჯიბრი გამართეს ეგრეთ წოდებულ პატიოსნებაში, რაც საზოგადოებრივი დოგმატების ზედმიწევნით დაცვაში გამოიხატებოდა. როგორც ყველა ზემორალისტურ საზოგადოებაში, ფარისევლობამაც ღრმად გაიდგა ფესვები და ამ ფარისევლობამ თვით ქალწულობის ფალსიფიკაციამდეც კი მიგვიყვანა.


დღეს, როდესაც მიდგოები იცვლება, მოდის ახალი თაობა ახალი ხედვით, ბუნებრივია, ვაწყდებით განხეთქილებას, კრიზისს, დაპირისპირებას ღირებულებით ნიადაგზე . ჩვენ ვიყოფებით ურთულეს ფაზაში, კულტურულ-ღირებულებით გარდატეხის ფაზაში, რომელიც image
ორ, დასვლურ და აღმოსავლურ სამყაროებს შორის მერყეობს. შესაბამისად, საზოგადოების პოლარიზაციას რიგ საკითხებზე თავისი ლოგიკური ახსნა გააჩნია. ჩვენს საზოგადოებას გარკვეული დრო დასჭირდა თუნდაც ამ შეგნებამდე მოსულიყო, მას ისევ სჭირდება დრო გასაზრდელად და დისკრიმინაციული მიდგომების აღმოსაფხვრელად, რაც არც თუ შორეული მომავლის პერსპექტივაა.

0
62
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0