x
image
ნინო ბაისონაშვილი
დაგვეხმარება თუ არა რუსეთი
ჩვენთან გაურკვეველი მისამართიდან მოსულმა “ხანძარის ღმერთმა“ შეიწირა უდიდესი მსხვერპლი : ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე, სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანი ტყის საფარის მნიშვნელოვანი ნაწილი, ეკოლოგიის კუთხით წარმოიშვა დამატებითი რისკები.


ჩვენ არც ვიცით, ვერც გავიგებთ და არც გვევალება იმის დადგენა, ხანძარი რომელიმე მავნებელმა პოლიტიკურმა პარტიამ გააჩინა, რისი მიზანიც არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია, მის უუნარობაში საზოგადოების დარწმუნება და, შესაბამისად, შეცვლა უნდა იყოს ანუ დივერსია, ჩვენი ვერაგი ჩრდილოელი მეზობლის მორიგი ბოროტი ხრიკებია თუ მართლაც კლიმატური ცვლილებების მძიმე შედეგებს ვიმკით. ეს ჩვენი კი არა, გამოძიების საქმეა.ვერსიებს, თავისთავად, აქვთ არსებობის უფლება.


ხელისუფლების ქმედებები რომ თავისთავად ზანტი და არაადეკვატური იყო, განცხადებები მით უმეტეს, ეს ყველამ დაინახა და გაიგონა, ვისაც სურდა, მაგრამ ამას გარდა გამოიკვეთა ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი :


უნდა დავთანხმდეთ თუ არა რუსეთის შემოთავაზებას ხანძრის ლიკვიდაციაში დახმარების თაობაზე?



პასუხი : რა თქმა უნდა, რომ არა და არა ! რატომ? იმიტომ, რომ დიდი ალბათობით ის ამ ხანძრის უკან დგას და ხაფანგიც სწორედ აქაა.

პირველ რიგში, ცეცხლის გაჩენა -

ეს არც ისე უცხო მეთოდია მისთვის. 2008 წლის აგვისტოში მან დაბომბვის ნაცვლად ზუსტად ეს მანევრი განახორციელა ზოგიერთი სოფლის ტყეში, შიდა ქართლში, რისი თვითმხილველიც გახლავთ თქვენი მონა-მორჩილი.


შემდეგ, მეტად საეჭვოა, რომ ოკუპანტი, ისტორიული მტერი, რომელიც ამ ცხრა წლის წინ უმოწყალოდ გვბომბავდა, უცებ გამოდის “კეთილი“ ინიციატივით და დახმარების ხელს გვიწვდის. ჩვენც მას კარს ვუღებთ და არც ვიცით რა შემოვა, დამატებითი ცეცხლი თუ წყალი. საუკეთესო შემთხვევაში, ვთქვათ, მოდის და მართლაც აქრობს ყველა ხანძარს, ვინმეს სჯერა, რომ ამას ისე, არაფრისთვის გააკეთებს?

რა თქმა უნდა, რომ დაგვავალდებულებს და თანაც ძალიან!


როგორც შენიშნავდით, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი, ისევე როგორც ზოგიერთი პარლამენტარი და პოლიტიკოსი, ამაზე არ დაფიქრებულა.

image

ძალიან ბევრი ფეისბუქმომხმარებელი წერდა, რომ საქართველოს არ უნდა ეთქვა უარი ოკუპანტის რუსეთის დახმარებაზე, რომ პრაგმატულობა უნდა გამოგვეჩინა და ასე შემდეგ.

image


ამ მხრივ, აფირმაციულობით გამოირჩეოდნენ საპარლამენტო უმცირესობის -: “პატრიოტთა ალიანსის“ წევრები. ირმა ინაშვილი ხელისუფლებას არც აკრიტიკებს და არც ამართლებს, თვითონ კი არ იტყოდა უარს რუსეთის დახმარებაზე. ანალოგიური პარტიის წევრი, ასევე პარლამენტარი ადა მარშანია გადაჭრით საჭიროდ თვლიდა რუსული ვეტმფრენების ინტერვენციას ჯერ ისევ დაუდგენელი მიზეზებით გაჩენილი ხანძრების ლოკალიზების საქმეში.


მოკლედ, გამოდის, რომ ჩვენ ვცნობთ რუსეთს ოკუპანტად, ვხედავთ, რომ ყოველდღე მოიწევს და ცდილობს, კიდევ უფრო მეტი ტერიტორია წაგვართვას, თუმცა, ამავდროულად, არსებობენ ამ ოკუპირებული ქვეყნის პოლიტიკოსები, პარლამენტარები, მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ მტერი დაგვეხმარება . ერთგვარი პარადოქსია. როდესაც ამ ადამიანების მსჯელობას თვალყურს ვადევნებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქმე ან მეტად ინფანტილურ ადამიანებთან გვაქვს, ან უარესთან-კოლაბორაციონისტებთან! სხვა ვერსია აქ, უბრალოდ, არ არსებობს

21
269
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
269
  
2018, 22 აგვისტო, 11:57
ეს დიაგნოზია , აქ ვეღარ გავაგრძელებ რაიმეს ახსნას
2018, 22 აგვისტო, 9:01
ერთმორწმუნეობა არაფერ შუაშია ჩემი აზრით, უბრალოდ დღეს ბევრი ვერ იტანს რუსეთს არადა სინამდვილეში:

1.გაზი რუსეთიდან შემოდის.
2.აფთიაქში წამლების უმეტესობა რუსულია
3.ქართველების საკმაო ნაწილი რუსეთშია გაქცეული სამუშაოს საძებნელად და ზოგმა აიწყო ცხოვრება იქ და არც აპირებს ჩამოსვლას


ქვემოთ კომენტარში წერ, რუსეთი არ უნდა შემოვუშვათო და თურქები და ისლამისტები რომ შემოდიან ეგ ჯობია ხო?
2018, 22 აგვისტო, 2:28
კი, აბა რა აინც ერთმორწმუნე ძმა
2018, 4 აგვისტო, 15:33
რუსეთმა კი ბევრი სიბოროტე გაგვიკეთა, მაგალითად, ფრესკები რომ გადაღება, თავად-აზნაურობა, მეფობა გაგვიუქმა, შეგვიერთა, ქართულ ენას რომ გვიშლიდნენ, მაგრამ, კარგი რაც ქნა ის ვთქვათ, რომ დაგვიცვა ისლამისტების შემოსევისგან 18-19 საუკუნეში, თორემ ვიქნებოდით ახლა ჩვენც მუსლიმები . . .
2017, 26 აგვისტო, 13:41
რთული თემათქო იმთავითვე ვთქი.მაგრამ რუსეთს და რაც მისი მზაკვრულ გეგმებს შეეხება მანდ შემოშვების გარეშეც ისე მშვენივრად გააკეთებს ყველაფერს ოფლსაც არ შეიდენს ვინმე.ნუ ალბად ასე ჯობს მიანც ალბად არ ღირდა იმ ტყის გადარჩენად მაგათი შემოშვება.გარე მტრები შიდა მტრები და აჰა რაც ვართ ჩანს
ასი პროცენტით ვეთანხმები ნინოს! ჩაგეთვალა! ეგ ნამდვილად ეგრე იქნება! აბა მეტი რა უნდა ვიფიქრო?
2017, 25 აგვისტო, 10:09
რუსეთს რა აქვს ჩაფიქრებული და რა მზაკვრული გეგმის განხორციელება უნდა სურდეს ამით, ძნელი გამოსაცნობია. ამიტომაც არსადაც არ უნდა შემოვუშვათ
2017, 25 აგვისტო, 3:42
ერთი კი აშკარა რო ვიღაც შეგნებულად აჩენს ამ ხანძარს უბრალო და მარტივი მისახვედრია ქვეყანაში არეულობა და ვეყნის დასუსტება.რაც შეეხება რუსეთის თემა მართლაც რთული ამბავია როგორ უნდა შემოუშვა ეგენი მანდ არადა გადაიწვა ყველაფერი ვფიქრობ გამოეყენებინათ და ჩაექროთ რას შეცვლიდა ეგ ?
2017, 24 აგვისტო, 15:39
მაპატიეთ ასე მახსოვდა
2017, 24 აგვისტო, 15:36
ქალბატონი არ ვარ))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10