x
image
ნინო ბაისონაშვილი
რა უნდოდათ ნაციონალისტებს ? - ინტერპრეტაცია
საზოგადოების ყურადღება გუშინ ერთ-ერთმა უჩვეულო აქციამ მიიპყრო, უჩვეულომ თავისი კონტექსტით და მოთხოვნებით. ამ აქციაში უჩვეულო კიდევ ის იყო, რომ მანიფესტანტები აშკარად სახეს მალავდნენ ვირუსებისგან დმცავი ნიღბების შიგნით.

შესაბამისად, მათ კარგად იციან რომ მათი მოთხოვნა უკანონოა და სრულებით არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს თუ ღირებულებებს.

ახლა რაც შეეხება მოთხოვნებს, რომელიც იმდენად ცუდად არის ფორმულირებული, გარკვევაც კი ჭირს. მათ იდეებს პროგრესულს ნამდვილად ვერ დაარქმევ, პატრიოტულს მით უმეტეს . ისინი ყველაზე კარგად შოვინისტურ-რასისტულ და ქსენოფობიურ კონტექსტშითავსდებიან. გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მანიფესტანტი აქციას გახსნილად აცხადებს ომახიანი ტონით და დაფარული სახით, უშვებს ზეპატრიოტი ქართველისთვის “ უკადრის“ გრამატიკულ შეცდომებს, ეს ალბათ სამშობლოს მეტისმეტი სიყვარულით და ნაკლები წიგნიერებით ხდება. მაგალითისთვის “ ბევრი გოგოები“ . აპელირებს “ მანდილოსანზე“ ანუ მანდილის იდეაზე, რაც დასაწყისშივე მასკულინური და, შესაბამისად, მჩაგვრელურია. რაც შეეხება მთელ ტექსტს, რომელსაც, გოგონა ახმოვანებს და ესეც ნიშანდობლივია, სავსეა რასიზმით, სექსიზმით, ქსენოფობიით და სხვა კულტურათა მიმართ აგდებული, ცინიკური დამკიდებულებით. მათ ტექსტში ჟღერს, რომ ქართული სისხლი წმინდაა, ისევე როგორც თეთრი რასა და, შესაბამისად, სისხლის აღრევა არის მიუტევებელი ცოდვა. აქცენტი ისევ გოგონებზე კეთდება, თითქოს ეს ვაჟებს ეპატიებათ ან იდეაშივე გამროცხულია, მათ ეს ჩაიდინონ. აღარაფერს ვამბობ ამ აზრის აბსურდულობასა და მასში გაცხადებულ ფაშიზმზე. ტექსტში სრულიად არაკორექტულად მიხსენიებენ შავ რასას, ამავდროულად გამოხატავენ შავის, როგორც დომინანტი ფერის შიშს და ხაზს უსვამენ მისგან მომდინარე საფრთხეებს.

გარდა იმისა, რომ მათ უბრალოდ ძალიან ცუდად გამოხატეს სათქმელი, მთელი ეს ნაციონალიზმი დამაჯერებლადაც კი ვერ შეფუთეს. მსმენელსა თუ მკითხველში კი მხოლოდ სარკაზმი და პროტესტი გამოიწვიეს. ეს იმას ნიშნავშს, რომ ამ პარტიებს მომავალი არ აქვთ, ვინაიდან მათ არ ყოფნით განათლება თუ მოხერხება, ეს ყველაფერი საზოგადოებას “ შეატყუონ“ , რასაც ვერასდროს შეძლებენ . რატომ? იმიტომ, რომ უცხოლეთა “განდევნა“ თუ “არდაშვება “ წმინდა“ ქართულ მიწაზე“ ეკონომიკასა, ნაციონალურ პოლიტიკასა და იმიჯზე უარყოფითად აისახება. ქართველი ხალხის პრიორიტეტს კი ეკონომიკა წარმოადგენს და არა არაფრისმომტანი ცრუპატრიოტული, ცუდად ჩამოყალიბებულ-დასაბუთებული რადიკალური ნაციონალიზმი.


მაინც ისმის კითხვა, ვინ დგას მათ უკან, რომელ ძალებს უნდათ მოძლიერება და ვის რა ხელს აძლევს ფაშისტური იდეების პოპულარიზაცია. ეს კითხვა თავისთავადჩნდება, რადგან ამ იდეის გუშინდელი პრეზენტატორი ვერც ორატორული მონაცემებით დაიკვეხნის და ვერც არტისტულით. ის დავალებას ასრულებდა და ეს იყო დღესავით ნათელი.

ერთადერთი სარგებელი, რაც მათ აქედან მიიღეს არის რეკლამა. მათ გუშინ პირველად იხილეს მზის შუქი და ესეც აშკარად ჩანდა მათ პათეტიკასა და მღელვარებაში. საქართველო კი გამომდინარე იმ რეაქციისა, რომლითაც შეხვდა, უფრო მეტად შეიძლება მოვიაზროთ ტოლერანტულ, ვიდრე ექსტრმისტულ-შოვიმისტურ სახელმწიფოდ. ეს კარგია თუ ცუდი, მომგებიანი თუ წამგებიანი, ამის განსჯა საზოგადოების სრული, ხელშეუვალი უფლებაა.


მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი : https://www.facebook.com/news.on.ge/videos/1294654447252591/?pnref=story

ქართველი ნაციონალისტების აქცია

0
70
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0