x
image
ნინო ბაისონაშვილი
ჩადიში საფრანგეთის მოქალაქე გაიტაცეს

ჩადიში საფრანგეთის მოქალაქე გაიტაცეს ქალაქ აბეშეს სამხრეთ ნაწილში, განაცხადა საფრანგეთის სამხედრო წყარომ, არც გატაცებულის და არც მისი გამტაცებლების იდენტობაზე არაფერია ნათქვამი. ფრანგული წყაროები აცხადებენ, რომ საქმე სამოქალაქო პირს ეხება, ჩადის სამსახურების მტკიცებით კი საფრანგეთის მოქალქეს, რომელიც ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიაში მუშაობდა.

“ მიმდინარეობს მოკვლევა, ჯერჯერობით ჩვენ არავითარი მოსაზრება არ გაგვაჩნია არც გამტაცებლებზე და არც მათ მიზანზე.“ -განაცხადეს ფრანგულმა სამსახურებმა . - “ ყველა ძალა მობილიზებულია მის გასათავისუფლებლად “

კიდევ ორი ფრანგი მოქალაქეა მძევლად აყვანილი, ჰუმანიტარული მისიის წარმომადგენელი, რომელსაც ამავდროულად image
შვეიცარიის მოქალაქეოობაც აქვს, გატაცებულია 2016 წლის დეკემბერში მალის ჩრდლოეთში, მეორე კი დაახლოებით ორი კვირის წინ გაიტაცეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტირიაზე.

0
21
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0