x
მეტი
  • 20.02.2018
  • სტატია:74308
  • ვიდეო:327186
  • სურათი:430514
7 ბუნებრივი გზა ნაოჭების მოსაშორებლად

ყოველდღიურად ადამიანები მთელ მსოფლიოში ეძებენ ახალგაზრდული კანის შესანარჩუნებლად ეფექტურ გზებს. კოსმეტოლოგები ამისთვის ათასობით პროცედურას გვთავაზობენ. მაგრამ მაინც, არსებობს ბუნების კანონები, რომლებსაც ვერ უარვყოფთ. კვლევების თანახმად, კანის ადრე დაბერებას მზე და ულტრაიისფერი გამოსხივება იწვევს.


სხვადასხვა ქვეყნებში ხალხს საკუთარი ხერხი აქვს ლამაზი და ჯანმრთელი კანის შესანარჩუნებლად. სტატიაში გთავაზობთ მათგან რამდენიმეს, რომელიც ნაოჭების შემცირებაში და კანის სახლიდან გაუსვლელად მოვლაში დაგეხმარებათ.










1. კანის გასაწმენდად გამოიყენეთ სტაფილოსა და თაფლის ნატურალური ნიღაბი

image

დაგჭირდებათ:


✦ 1 ცალი სტაფილო

✦ 2 ჩაის კოვზი თაფლი


როგორ მოვამზადოთ:


✦ გარეცხეთ და დაჭერით სტაფილო

✦ მოათავსეთ სტაფილო ბლენდერში და ათქვიფეთ

✦ როცა სტაფილოს წვენი მზად იქნება, დაამატეთ თაფლი და ნაზად აურიეთ


როგორ გამოვიყენოთ:


✦ წაისვით ნიღაბი სახეზე

✦ მოიცადეთ 20 წუთი

✦ ჩამოიბანეთ ნიღაბი წყლით

✦ გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ორჯერ


რა შედეგს მიიღებთ:


✦ ჯანსაღ კანს ანტიოქსიდანტების მაღალი დონით

✦ ნაოჭები შემცირდება და ხელი შეეშლება ახალი ნაოჭების წარმოქმნასაც









2. გამოიყენეთ ციტრუსის ნიღაბი ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად

image

დაგჭირდებათ:


✦ 1 ცალი ლიმონი

✦ 2-3 ჩაის კოვზი თაფლი

✦ ბამბა


როგორ მოვამზადოთ:


✦ გამოწურეთ ლიმონის წვენი და შეურიეთ თაფლს

✦ თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გირჩევთ, წყალიც დაამატოთ მასას


როგორ გამოვიყენოთ:


✦ წაისვით მასა სახეზე

✦ დაიცადეთ რამდენიმე წუთი, სანამ ნიღაბი გაშრება და შემდეგ ჩამოიბანეთ წყლით

✦ გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ერთხელ


რა შედეგს მიიღებთ:


✦ სუფთა სახე გექნებათ და ნაოჭების წარმოქმნა შეგიმცირდებათ

✦ გლუვ, ჯანმრთელ, ელსატიურ და C და E ვიტამინებით სავსე კანს

✦ ახალგაზრდულ შესახედაობას










3. სისხლის მოძრაობის გასაუმჯობესებლად გამოიყენეთ ინგრედიენტები, რომლებიც უკვე გაქვთ სამზარეულოში

image


დაგჭირდებათ:


✦ 1 1/2 სუფრის კოვზი ფქვილი

✦ 1/2 სუფრის კოვზი ტურმერიკის ფხვნილი

✦ მოუხარშავი რძე (დაამატეთ იმდენი, რამდენიც შესქელებული მასის მისაღებად დაგჭირდებათ


როგორ მოვამზადოთ:


✦ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი

✦ კარგად აურიეთ ერთმანეთში


როგორ გამოვიყენოთ:


✦ წაისვით მასა სახეზე მაკიაჟის გასაკეთებლი ფუნჯით

✦ მოიცადეთ 30 წუთი

✦ ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით


რა შედეგს მიიღებთ:


✦ კანის ტონი უფრო ნათელი გახდება

✦ ნაოჭები გაუფერულდება

✦ სახეს ჯანსაღი იერი დაუბრუნდება









4. ზეითუნის ზეთისგან, ვაზელინისგან და E ვიტამინისგან დამზადებული კრემი თქვენს კისერსა და გულ-მკერდს 10 წლით გააახალგაზრდავებს.

image


დაგჭირდებათ:


✦ 10 მლ ოლივიეს ზეთი

✦ 3 ვიტამინ E -ს კაფსულა

✦ 3 გ ვაზელინი


როგორ მოვამზადოთ:


✦ ყველა ინგრედიენტი ჯამში ჩაყარეთ და კარგად მოურიეთ

✦ გააცხელეთ ჯამი

✦ შემდეგ აცადეთ გაციება

✦ შიგთავსი სხვა ჯამში ან კონტეინერში გადაიტანეთ


როგორ გამოვიყენოთ:


✦ კრემი კისერზე და გულმკერდზე წაისვით ყოველ საღამოს, დაძინებამდე


რა შედეგს მიიღებთ:


✦ 2 თვის შემდეგ თქვენი კისერი და გულმკერდი უფრო გლუვი გახდება

✦ კანი ნელ-ნელა ელასტიური გახდება










5. ჩვეულებრივი ღამის კრემის ნაცვლად გამოიყენეთ ვაზელინი.

imageროგორ გამოვიყენოთ:


✦ დაძინებამდე სახეზე და კისერზე წაისვით ვაზელინის თხელი ფენა

✦ დილით სახე თბილი წყლით დაიბანეთ

✦ გაიმეორეთ ყოველდღე, სანამ არ შეამჩნევთ, რომ ნაოჭები მცირდება


რა შედეგს მიიღებთ:


✦ ვაზელინი ნელ-ნელა შეამცირებს კანის სინოტივეს და ნაოჭებს










6. გაიახალგაზრდავეთ კანი სახლში დამზადებული ვაშლისა და შვრიის ნიღაბით.

image

დაგჭირდებათ:


✦ შვრიის ფქვილი

✦ თაფლი

✦ ვაშლის პიურე

✦ ვარდის წყალი


როგორ მოვამზადოთ:


✦ მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი ვაშლის პიურე და 1 სუფრის კოვზი თაფლი ჯამში

✦ გააცხელეთ მასა ელექტროღუმელში, სანამ თაფლი არ დათხელდება

✦ დაამატეთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და ერთმანეთში ფრთხილად აურიეთ

✦ დაამატეთ 2-3 ვარდის წყლის წვეთი და ისევ აურიეთ

✦ გააცივეთ ნიღაბი


როგორ გამოვიყენოთ:


✦ წაისვით ნიღაბი სახისა და კისრის გასაწმენდად და გასასუფთავებლად

✦ დაიცადეთ 15 წუთი

✦ დაიბანეთ სახე ნელთბილი წყლით და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიბანეთ ცივი წყლით


რა შედეგს მიიღებთ:


✦ ახალი ნაოჭების წარმოშობის შემცირებას

✦ ელასტიურ და ნაზ კანს











7. მიირთვით შავი შოკოლადი.

image

შავი შოკოლადი ცნობილია ანტიოქსიდანტებით. ყოველ დილით შავ შოკოლადს თუ შეჭამთ, ის ტოქსინებს შეამცირებს სხეულში, რაც, თავის მხრივ, კანს უფრო ახალგაზრდას და ჯანმრთელს გახდის, ასევე, შეამცირებს ნაოჭების წარმოშობასაც.












––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი

2. ძილის პოზა იმაზე მეტს ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე გგონიათ

3. 7 თავდაცვის ტექნიკა ქალებისთვის - ის, რაც ყველა მდედრობითი სქესის წარმომადგენელმა უნდა იცოდეს!

4. ინსულტის 7 სიმპტომი ქალებში

5. 9 რამ, რისი გაკეთებაც უზმოზე არ შეიძლება

0
624
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
624
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0