x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი
ბევრი მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ სახის ნაოჭები და პიგმენტური ლაქები უფრო ასაკიანად აჩენს ყველას. მაგრამ არის რაღაცები, რისი გათვალისწინებითაც შეგიძლიათ, უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.

მკვლევრებმა საფრანგეთიდან და აშშ-დან დაადგინეს, რომ ადამიანები, ვინც თქვენი ასაკის გამოცნობას ცდილობენ, ყურადღებას აქცევენ კონტრასტებს თქვენს სახეზე: როგორ არის გამოკვეთილი თვალები, წარბები ან ტუჩები. ნათელი სახე იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი ახალგაზრდაა. ზოგი ბუნებრივადაა ასეთი, ზოგს კი ცოტაოდენი მაკიაჟის დახმარება სჭირდება.

სტატიაში გთავაზობთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორი მაკიაჟი და ვარცხნილობა გაიკეთოთ იმისთვის, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.



1. პატარა ბიბილოები


ბიბილო ყურის ის ნაწილია, რომელსაც ქალები ყურადღებას არ აქცევენ, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე საყურეების ტარებისგან დაგრძელებული ბიბილო ქალს უფრო ასაკიანს აჩენს.

ბიბილოს ფორმის გასწორება შესაძლებელია ინექციებით ან ლაზერული პროცედურებით, მაგრამ ეს რადიკალური მეთოდებია. უფრო მარტივია, თავიდანვე აიცილოთ ეს პრობლემა, გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი ყოველდღე და არ ატაროთ მძიმე საყურეები.

image



2. ბუნებრივი კანის ფერი

ნაოჭების დანახვა გარუჯულ კანზე უფრო მარტივია, ამიტომ ნუ გადააჭარბებთ, არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის გამოყენება ინტენსიურად.

image



3. ცოტა "დაუვარცხნელი" თმა

არაფერი აბერებს ქალს ისე, როგორც უნაკლოდ დავარცხნილი თმა, რომელზეც ყველა დეტალი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს. მხოლოდ იმ გოგონებს, რომლებსაც იდეალური სახის ფორმა და არაჩვეულებრივი კანი აქვთ, შეუძლიათ გარისკონ მსგავსი ვარცხნილობის ქონა. თუ გსურთ, რომ უფრო ახალგაზრდა გამოჩნდეთ, ზოგჯერ მაინც მიეცით თმას უფლება, იყოს "ურჩი", დადგეს ისე, როგორც თავად სურს, ჩანდეს ცოტა დაუვარცხნელი და არათანაბრად გაყოფილი.image



4. ბუნებრივი თმის ფერი

ბუნებრივი თმის ფერი ხშირად ახალგაზრდობასთან ასოცირდება. ქალები ძალიან ქერა, ყვითელი ან არაბუნებრივად მუქი ფერის თმით უფრო ასაკიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ.

თუ თმის შეღებვას გადაწყვეტთ, სცადეთ, თქვენთვის ყველაზე შესაფერისი და ბუნებრივთან მიახლოებული ფერი აირჩიოთ.

image



5. ოდნავ ბუნებრივი წარბები

ბუნებრივი წარბები უფრო ახალგაზრდა და ნათელ სახეს გამოგიჩენთ. მნიშვნელოვანია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ დააკარგინოთ წარბებს ფორმა. წარბებზე ძალიან ბევრი თმა არამიმზიდველად გამოიყურება.

იპოვეთ კარგი სპეციალისტი იმისთვის, რომ დაგეხმაროთ წარბების ბუნებრიობის შენარჩუნებაში.

image



6. მაღლა აწეული ყვრიმალები

ასაკის მატებასთან ერთად სახის კანიც ნაკლებად ელასტიური ხდება და ნაკვთები თითქოს დაბლა ეშვება.

მაღალი ყვრიმალები მიმზიდველი და ახალგაზრდულია. მისი გამოჩენა სწორი მაკიაჟის გაკეთებიცაა შესაძლებელი, ზოგი კოსმეტიკურ ინექციებსაც მიმართავს. ამ შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ ნამდვილად კარგ სპეციალისტთან მიხვედით, ვინც არაფერს ავნებს თქვენს ბუნებრივ სილამაზეს.

image



7. გაიღიავეთ წარბების დაბოლოებები

ამ ხერხს ბევრი სელებრითი მიმართავს და თქვენც შეგიძლიათ. ამისთვის მხოლოდ ჰაილაითერი ან ღია ფერის ჩრდილები დაგჭირდებათ.

image



8. სავსე ქვედა ტუჩი

"ბავშვური" ტუჩების ეფექტი ერთ-ერთი მთავარი ხერხია იმისთვის, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. თანამედროვე გოგონები ამჯობინებენ, გაიდიდონ ზედა ტუჩები, ფიქრობენ, რომ ეს მათ უფრო მიმზიდველებს გამოაჩენს. მაგრამ, სინამდვილეში, დიდი ზედა ტუჩი ქალებს ასაკს მატებს, როცა დიდი ქვედა ტუჩი მათ აახალგაზრდავებს და ბავშვურ ელფერს სძენს.

image



––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


1. მეცნიერებმა დედობისთვის საუკეთესო ასაკი გამოავლინეს

2. 6 კომპლიმენტი, რომელიც მამაკაცმა ქალს არ უნდა უთხრას

3. ფსიქოლოგიური ტესტი: 4 სიმართლე თქვენ შესახებ

4. როგორია სასკოლო ფორმები 15 სხვადასხვა ქვეყანაში

5. რა შეუძლია მაკიაჟს - 20 მაგალითი

6. როგორი იქნება 2018 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

7. 10 საიდუმლო, რომელიც ყველა ბედნიერმა ადამიანმა იცის

8. 10 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ყველაფერი შეგიძლიათ

9. ფსიქოლოგიური ტესტი: გაიგეთ მნიშვნელოვანი რამ თქვენს პიროვნებაზე

10. ეს უნდა იცოდეთ! რისგან უნდა დაიცვათ თმა

.

0
3768
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
3768
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0