x
მეტი
  • 22.10.2019
  • სტატია:95830
  • ვიდეო:343156
  • სურათი:457775
როგორ მოვუაროთ კბილებს სწორათ?

ითვლება, რომ ლამაზი ღიმილი არის მაგია, რომლითაც შეგიძლიათ გარშემომყოფნი მოაჯადოვოთ. ღიმილი ასევე აცხრობს ემოციურ ტკივილს; ხელს უწყობს საყვარელ ადამიანთან განშორებასთან ტკივილის განახევრებას და ა.შ, თუმცა პირველ რიგში აუცილებელია გქონდეთ ლამაზი და ჯანმრთელი კბილები, რომლის მოვლის სწორ და მარტივ ხერხებს სწორედ რომ ამ სტატიაში შემოგთავაზებთ.


image


მაშ, როგორ მოვუაროთ კბილებს სწორათ?



პირველ რიგში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჯაგრისის შერჩევას. ელექტრო იქნება ის თუ ჩვეულებრივი, აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი, რომ მისი ზომა უმთავრესია და ოპტიმალურად ითვლება ნახევარი დიუმი სიმაღლისა და ერთი დიუმი სიგრძის, რომელიც გახეხვის ყველაზე ეფექტურ შედეგს იძლევა. ყურადღება ექცევა ასევე ჯაგრისის მანევრირების ფუნქციას, რომელიც კბილის ყველა მხარეს ადვილად იმოძრავებს. ასევე საყურადღებოა წაიკითხოთ შეფუთვა, სადაც გარკვევით ეწერება ნიშანი, რომ დამტკიცებულია სტომოტოლოგების მიერ. ჯაგრისი კი წელიწადში 3-4 ჯერ გამოცვალეთ.

image




ეხლა კი რაც შეეხება კბილების გახეხვას: დღეში მინიმუმ ერთხელ 2-3 წუთის მანძილზე იხეხეთ კბილები. გახეხვამდე კი პირის ღრუში გამოივლეთ ვაშლის ძმრის-წყალთან ნარევი, რომელიც მოალბობს ნარჩენებს და დახოცავს ბაქტერიებს. თავდაპირველად გაიხეხეთ კბილები წინიდან ზედა მხარე და შემდეგ ქვედა მხარე. ამის შემდეგ კბილების შიდა მხარე ასევე ჯერ ზევიდან დაშემდეგ ქვევით, ბოლოს კი კბილების საღეჭი თავები. ასევე მნიშვნელოვანია ენის გაწმენდა. რეკომენდებულია კვირაში ერთხელ კბილების მარილითა და სოდით გახეხვა.

image



მნიშვნელოვანია ფლოსის (კბილის ძაფი) გამოყენება, რომელიც აღწევს ისეთ ძნელად შეღწევად ნაწილებში, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ ხვდება. მსუბუქი მოძრაობით გაიწმინდეთ კბილისშორისი, ხოლო სხვა კბილის შემთხვევაში გამოიყენეთ ძაფის სხვა ნაწილი. სწორად გაწმენდის შემთხვევაში რომ დარწმუნდეთ, ფლოსი აუცილებლად უნდა იყოს 18 დიუმიანი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ერთი გახეხვისთვის.

image




პერიოდულად ეწვიეთ სტომატოლოგს, რომელიც აღმოფხვრის მრავალ დაავადებებს, რომელსაც თქვენ ვერ შეამჩნევთ. ის ასევე გირჩევთ კვების რაციონში ჩართოთ მჟავიანობის შემცველი ის პროდუქტები, რომლებიც დაასტაბილურებენ მაღალ მჟავიანობას. მნიშვნელოვანია ასევე უარი თქვათ მკაცრ დიეტაზე და ჩართოთ რაციონში რძე, ქათმის-საქონლის ხორცი, ყველი, ნიგოზი, რომლებიც უზრუნველყოფენ კბილს ფოსფორითა და კალციუმით. აქვე კი შეგახსენებთ, რომ უარი უნდა თქვათ ჩიფსების, შოკოლადების, ნამცხვრების, ქიშმიშის, მარილის და ბანანის ჭარბი რაოდენობით მირთმევაზე.

image



აქვე პატარა რჩევა მანდილოსნებს- იმისათვის, რომ თქვენი კბილები უფრო თეთრი და მომხიბვლელი გამოჩნდეს, გამოიყენეთ მარჯნისფერი ან ღია წითელი ფერის ტუჩსაცხი. ღიმილიც არ დაგავიწყდეთ და დამერწმუნეთ, მაგია თქვენს ხელთ იქნება.

image


0
2526
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0