x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134500
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ინსულტის 7 სიმპტომი ქალებში
image

ინსულტი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეემთხვეს. სტატისტიკის მიხედვით, 18-დან 40 წლამდე ქალები უფრო მიდრეკილები არიან ინსულტისკენ, ვიდრე იმავე ასაკის მამაკაცები.

სტატიაში გთავაზობთ ფაქტებს ინსულტის შესახებ. ინსულტით უფრო მეტი ქალი დაიღუპა, ვიდრე მკერდის კიბოთი, ამიტომ მისი სიმპტომების ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია.




ინსულტის სახეები:

image



⚡იშემიური ინსულტი: ტვინის ქსოვილის დაზიანება გამოწვეულია სისხლის მიწოდების ნაკლებობით, რადგან სისხლძარღვები გადაკეტილი ან შევიწროებულია.

⚡ჰემორაგიული ინსულტი: ჰემორაგიული ინსულტის მიზეზი სისხლძარღვების გაწყვეაა, რაც შეშუპებას და ტვინზე ზეწოლას იწვევს.






რისკის ფაქტორები:

⚡ მაღალი არტერიული წნევა

⚡ დიაბეტი

⚡ გულის დაავადებები

⚡ მოწევა

⚡ სიმსუქნე

⚡ ქოლესტერინის მაღალი დონე

⚡ ალკოჰოლი

⚡ სტრესი

⚡ ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა






სიმპტომები, რომლებიც ჩვეულებრივ აქვთ ხოლმე ქალებს

ინსულტის ერთ-ერთი შედეგი სახის ნერვის დამბლაა. ამიტომაცაა, რომ ხშირად სახის ერთი მხარის მოძრაობა შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ, იგივე ემართება მარჯვენა ან მარცხენა ხელს და ფეხს. სტატისტიკის მიხედვით, ქალების 80%-ს, ვისაც ინსულტი ჰქონდა, ეს სიმპტომები აღმოაჩნდა.

image

საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით, ქალები ინსტულტით უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე მამაკაცები.

ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სიმპტომებს არ აღიქვამენ მოსალოდნელი ინსულტის ნიშნად.

ინსულტის მიღების რისკი იზრდება ფეხმძიმობის დროს, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების დროს, მენოპაუზისა და ჰორმონული დაავადებების დროს.

image




ყურადღება მიაქციეთ შემდეგ 7 სიმპტომს:

⚡ მხედველობის გაუარესება: ინსულტის მიერ გამოწვეულმა მოულოდნელმა მხედველობის გაუარესებამ შეიძლება იმოქმედოს ერთ ან ორივე თვალზე.

⚡ მწვავე თავის ტკივილი: ტკივილი ჩნდება მოულოდნელად და ზოგჯერ მოსდევს გულისრევა და ღებინებაც.

⚡ უცაბედი და მწვავე ტკივილი გულ-მკერდის არეში: ეს სიმპტომი შესაძლოა გულის შეტევაზეც მიანიშნებდეს. მაგრამ, ამასთან ერთად, ადამიანს თუ სლოკინიც აქვს, მაშინ უფრო სავარაუდო ინსულტია.

⚡ შესუსტებული კოორდინაციის უნარი: კოორდინაციისა და ორიენტაციის უნარის მოულოდნელად დაკარგვა მიანიშნებს ტვინის იმ ნაწილის დაზიანებაზე, რომელიც მოძრაობაზეა პასუხსიმგებელი.

⚡ უცაბედი დაღლა: აქტიურმა ადამიანმა შესაძლოა, მოულოდნელად შეიცვალოს ხასიათი, მოერიოს ძილიანობ, გაუქრეს რამის კეთების სურვილი და ჩავარდეს დეპრესიაში.

⚡ გონების დაკარგვა: თუ ადამიანს გული მისდის, მას სახე უწითლდება, სუნთქვის უკმარისობა და გულისცემის რიტმის დარღვევაც შესაძლებელია.

⚡ ტკივილი სახის ერთ მხარეს: კიდევ ერთი "ქალთა ინსულტის" სიმპტომია მწვავე ტკივილი სახეზე, სხეულზე ან ერთ კიდურზე.




ინსულტის ტესტი:

image

თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები აღგენიშნებათ თქვენ ან თქვენს ახლობელს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება!

გახსოვდეთ! ექიმებს მხოლოდ 4.5 საათი აქვთ იმისთვის, რომ გადაარჩინონ პაციენტი და დაუბრუნონ ის ნორმალურ ცხოვრებას!



ვიმედოვნებთ, რომ არასდროს დაგჭირდებათ ამ სტატიის მეორედ წაკითხვა. მაგრამ სიმპტომები მაინც უნდა დაიმახსოვროთ.


–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:

1. 9 რამ, რისი გაკეთებაც უზმოზე არ შეიძლება

2. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

3. ეს უნდა იცოდეთ! რისგან უნდა დაიცვათ თმა

4. როგორ გამოვიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად - 8 ხერხი

5. 17 საკვები, რომელიც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ

.


0
2782
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
2782
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0