x
მეტი
  • 17.10.2017
  • სტატია:70081
  • ვიდეო:322880
  • სურათი:424142
როგორ დავიკლოთ ეფექტურად 17 დღეში: სასარგებლო დიეტა ყველასთვის – ექიმი დიეტოლოგი რაფაელ მორენო

ექიმმა დიეტოლოგმა რაფაელ მორენომ საკუთარი დიეტა შეიმუშავა: მსუბუქი, ორგანიზმისთვის უსაფრთხო და არაჩვეულებრივად ეფექტური. ყველაზე მთავარი – შეძლებთ მიღწეული წონის თავისუფლად შენარჩუნებას.


პირდაპირ გაგიმხელთ მთავარ საიდუმლოს: ყოველ 17 დღეში თქვენი რაციონი ძირეულად შეიცვლება, რათა ორგანიზმმა ვერ მოასწროს ადაპტაცია შემოთავაზებული კვების სქემის მიმართ, წონა კი ერთ ნიშნულზე არ გაჩერდეს.


ამოცანა კი იმაში მდგომარეობს, რომ არა მხოლოდ წონაში კლების პროცესი დაიწყოთ, არამედ მეტაბოლიზმი ისე აამოქმედოთ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მოხდნილი სხეული გქონდეთ! მოგიწევთ 4 ციკლის გავლა, თუმცა პირველის დასრულების შემდეგ 5 კილოს დაიკლებთ!


image

ციკლი № 1: ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლება


პირველი 17 დღე, სავარაუდოდ, მარტივი არ იქნება: რაციონის კალორიულობა – 1200 კილო კალორიამდე, ძირითადი მენიუ –უცხიმო ცილოვანი პროდუქტები (მჭლე ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები), უსახამებლო ბოსტნეული (კიტრი, ლობიო და ყვავილოვანი კომბოსტო, ბადრიჯანი, ტკბილი წიწაკა, მწვანილი, სოკო) და ცოტაოდენი ხილი (დღეში 100 გრ.).

ამასთან, ექიმი მორენო აუცილებლად მიიჩნევს დიეტასთან ერთად დღეში 17 წუთიანი ფიტნესით დაკავებას. კონკრეტულად რისი გაკეთებაა საჭირო – მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა, უმჯობესია ჯიმ ბერსენის ჰოლივუდური პროგრამით თუ დაკავდებით – ზუსტად ის მუშაობდა ჯენიფერ ენისტონთან, კამერონ დიასთან და ანჯელინა ჯოლისთან – გახდებით ძალიან სწრაფად! ორგანიზმს ზიანი რომ არ მიაყენოთ, მთელი ციკლის მანძილზე, მიიღეთ А, С და Е ვიტამინები, ეს მნიშვნელოვანია!


ციკლი № 2: მეტაბოლიზმის ამუშავება


დიეტის შემდეგი 17 დღის მიზანია – მეტაბოლიზმის ამოქმედება (რომელიც, დიდი ალბათობაა, რომ შენელდება პირველი ციკლის ბოლოს) და პლატოს ეფექტის თავიდან აცილება – როდესაც მთელი ძალით ცდილობ დაკლებას, წონა კი ერთ ადგილზე დგას. ექიმი მორენო ამბობს, რომ ამისთვის აუცილებელია რაციონის კალორიულობის ცვლა დღე გამოშვებით – გაზრდით 1500 კილო კალორიამდე, შემდეგ ისევ შეამცირებთ 1200 კკალ.


რატომ მუშაობს ეს სტრატეგია? მსგავს მერყეობას შეუძლია ორგანიზმის მოტყუება, ამასთან, არ აძლევს მას უფლებას კვების ახალ რეჟიმს შეეჩვიოს, შესაბამისად, ვიღებთ წონაში კლების კარგ შედეგს. გაითვალისწინეთ, რომ დახარჯული კალორიები უნდა სჭარბობდეს მიღებულისას.

ამ ციკლის კიდევ ერთი სიახლეა ხილისა და კენკრის ჩართვა მენიუში. არ დაგავიწყდეთ ბოჭკოვანათი მდიდარი ბოსტნეულის შესახებ: ეს აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას.


ციკლი № 3: ახალი რაციონი


ამ ეტაპზე მენიუში ჩნდება რთული ნახშირწყლები – ბურღულეული ( აუცილებლად საუზმეზე და სადილზე – უპირატესობა მიანიჭეთ იმ ფაფებს, სადაც უფრო მეტი ბოჭკოვანაა: წიწიბურა და შვრიის ფაფა), რაციონის კალორიულობა იზრდება 1400 კკალ. ამ გზით თქვენ შეავსებთ B ჯგუფის ვიტამინების ნორმას და თქვენი რაციონი სრულყოფილი გახდება: მასში იქნება ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, თუმცა, დაჩქარებული მეტაბოლიზმი არ მისცემს თქვენს ორგანიზმს წონაში მატების საშუალებას.


ციკლი № 4 გამეორება – ცოდნის დედაა


ამ ეტაპზე კვების პრინციპები თანხვდება წინა ციკლის წესებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კვების კალორიულობა 1500 იზრდება. ამასთან, კვირაში ორჯერ ნებადართულია დესერტი მარტივი ნახშირწყლებით (ტკბილეული, რომელიც შეიცავს შაქარს). ექიმი მორენოს რჩევით, ამ ციკლის დაცვა საჭიროა იმდენ ხანს, რამდენი ხნის მანძილზეც გსურთ რომ დარჩეთ კარგი აღნაგობის.


ასევე დაგაინტერესებთ:

ეს 10 წუთიანი ვარჯიში სპორტულ დარბაზში გატარებული 1 საათის ტოლფასია

20 პროდუქტი, რომელიც უმოწყალოდ წვავს ცხიმებს

რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, თუ ყოველდღიურად ერთი თვის მანძილზე ჯანჯაფილს მიიღებთ


ჯანჯაფილის ძალა – 4 სამკურნალო სასმელი, რომელიც ორგანიზმში ანთებას აქრობს და ვირუსებს ანადგურებს


ადამიანთა 4 კატეგორია, რომელთაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღონ ჯანჯაფილი!


ტოქსინებისგან გათავისუფლება და წონაში დაკლება 48 საათიანი საოცარი დიეტით


ეფექტური დიეტა სასარგებლო და გემრიელი საკვებით – 10 კილოგრამი 15 დღეში

დიეტოლოგის 24 რჩევა თქვენი ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის

წყალი, რომელიც ახდუნებს და წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან. მომზადების 10 მარტივი რეცეპტი



3
2636
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
Mediator image
2636
  
10 აგვისტო, 11:37
თავისთავად. მეზობელმა კაცმა მოინდომა და 45 წლის სტაჟის მქონე კაცმა მოწევა მიატოვა.
ნებისყოფა+მიზანდასახულობა+მონდომება=შედეგს
10 აგვისტო, 11:28
მადლობა :) თუმცა, ნებისყოფა და მიზანსწრაფულობა თავის საქმეს აკეთებს! :)
10 აგვისტო, 11:05
საინტერესოა, იმედია პუტკუნებს გამოადგებათ. მთავარი მე ვთვლი მაინც გენეტიკაა...
0 1 3