x
image
Lerato
წყალი, რომელიც ახდუნებს და წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან. მომზადების 10 მარტივი რეცეპტი
image


თუ ზრუნავთ თქვენი სხეულის სილამაზეზე და ასევე ყურადღებას აქცევთ კვების რაციონს, ამ შემთხვევაში ალბათ გსმენიათ დეტოქს-დიეტის შესახებ. დეტოქსი შესაძლოა იყოს ხილის ან ბოსტნეულის წვენების სახით, რომელიც ნამდვილად ღირს რომ მიიღოთ საკვების ნაცვლად ერთი კვირის მანძილზე ორგანიზმის გასაწმენდად.


დღეს სტატიაში წარმოგიდგენთ დეტოქს-წყალს – მომზადებულია ხილითა და ბოსტნეულით, რომლიც უნდა მიირთვათ ყოველ დღე, მაგრამ ამასთან, სწორედ და ჯანსაღად კვება უნდა განაგრძოთ. დეტოქს-წყალი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, ყოველი მათგანი წმენდს თქვენს ორგანიზმს შლაკებისგან, არეგულირებს ღვიძლის მუშაობასა და ნივთიერებათა ცვლის პროცესს. ამის წყალობით თქვენ სწრაფად და ეფექტურად გახდებით. გთავაზობთ დეტოქს-წყლის 10 რეცეპტს, რომლის მომზადებასაც ძალიან მარტივად შეძლებთ. ამოირჩიეთ ნებისმიერი:


ჟოლო და ლაიმი


image




წყალი – 2 ლ.

ლაიმი – 1 ც.

ჟოლო – 2 ს. კ. (ახალი ან გაყინული);

პიტნა – ახლად დაკრეფილი 10 – 15 ფოთოლი.


ვაშლი და დარიჩინი


image


ვაშლი (წვნიანი) – 2 ც.

დარიჩინი – 1 ჩ. კ.

ყინული;

წყალი – 1-2 ლ.


გრეიფრუტი


image



გრეიფრუტი – 1 ც. 1 ლ. წყალზე;

ყინული;

აურიეთ და დადგით მაცივარში რამდენიმე ხნით.


მარწყვი


image



დაჭრილი მარწყვი – 0.5 კგ.

წყალი – 1-1.5 ლ.

ყინული.


საზამთრო


image


საზამთრო – 1/4;

პიტნა – 10 ფოთოლი;

წყალი – 1 ლ.

ყინული;

სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ცოტაოდენი ლიმონის წვენი დაამატოთ;

გააჩერეთ 10 წუთი.


ანანასი


image


ანანასი – 5 ნაჭერი ( ახალი ან კონსერვირებული);

შაქარის ფხვნილი (ყავისფერი) – 2 ჩ. კ.

წყალი – 2 ლ.

ყინული.


ფორთოხალი, ლიმონი და კიტრი


image


ფორთოხალი – 1 ც.

კიტრი – 1 ც.

ლიმონი – 1 ც.

პიტნის ფოთოლი – 10 ც.

წყალი – 2 ლ.


შტოში


image


შტოში – ერთი ტოტი;

ნებისმიერი ბალახის ჩაი – 1 პაკეტი;

ლიმონი – ნახევარი;

წყალი – 2 ლ.

ყინული.


ლიმონი და გრეიფრუტი


image


ლიმონი – 2 ც.

გრეიფრუტი – 1 ც.

პიტნის ფოთოლი – 10 ც.

წყალი – 2 ლ.

ყინული;

ეს კოქტეილი შეგიძლიათ მიირთვათ ჭამამდე და ჭამის შემდეგ.


ფორთოხალი და მოცვი


image


ფორთოხალი – 1 ც.

მოცვი – ერთი მუჭა;

ყინული;

წყალი – 0.5 ლ.


0
5408
7-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
5408
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0