x
მეტი
  • 19.09.2019
  • სტატია:94946
  • ვიდეო:342612
  • სურათი:456946
"მაგიური დიეტა, კვირაში 7 კილოგრამის დაკლება"

image
თემა ისევ და ისევ გახდომას ეხება, რაც დღეს–დღეობით ძალიან აქტუალურია. მრავალი ძალისხმევის ხარჯზე გიხდებათ სულ მცირედი კალორიების დაწვა, მე კი შემოგთავაზებთ ვაშლის არასტანდარტულ დიეტას, რომლის საშუალებითაც კვირაში 7 კილოგრამს დაიკლებთ. მას ხშირად პექტინის დიეტასაც უწოდებენ, რადგან ვაშლში ბევრი პექტინია.

imageპექტინი კი ორგანიზმს წონის დაკლებაში ეხმარება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თურმე ის დიდი ხნის წინ დაგროვილ ცხიმებსაც კი წვავს.


დიეტა არასტანდარტულია და ძირითადად შედგება ვაშლის, სტაფილოს, ჭარხლის, ხაჭოს, ბრინჯისა და კვერცხისაგან.


"პირველი დღე":

იკლებთ 1, 200 კილოგრამამდე.

საუზმე– 3 გახეხილი ვაშლი შეზავებული ლიმნის წვენით. შეგიძლიათ დააყოლოთ 1 მუჭა თხილი.

სადილი– სალათა, რისთვისაც დაგჭირდებათ 150 გრამი ვაშლი, 30 გრამი მწვანე ხახვი, 20 გრამი ოხრახუში, 1 მოხარშული, გახეხილი კვერცხი.

ვახშამი– 5 ვაშლი.


"მეორე დღე":

იკლებთ 1, 500 კილოგრამამდე.

საუზმე– 3 ვაშლი და 100 გრამი ბრინჯი.

სადილი– ბრინჯი ვაშლით. გათალეთ და დაჭერით ვაშლი, დაუმატეთ ცოტა წყალი, ცოტაოდენი ლიმნის წვენი და დაბალ ცეცხლზე მოთუშეთ, ეს ყველაფერი კი შემდეგ დაუმატეთ წინასწარ მოხარშულ ბრინჯს.

ვახშამი– 100 გრამი მოხარშული ბრინჯი.


image"მესამე დღე":

იკლებთ 2 კილოგრამამდე.

საუზმე- ნახევარი ჭიქა უცხიმო ხაჭო და 2 ვაშლი.

სადილი- თხლად დაჭერით ვაშლი, ჩააწყვეთ ლიმნიან წყალში. ხაჭოს 2 ცაის კოვზი თაფლი და ცოტაოდენი ნიგოზი დაუმატეთ. ვაშლი ლიმნის არომატით რომ გაიჟღინთება ისიც ხაჭოს დაუმატეთ და მიირთვით სადილზე.

ვახშამი- 150 გრამი უცხიმო ხაჭო.


"მეოთხე დღე":

იკლებთ 2 კილოგრამამდე.

საუზმე- 3 დიდი სტაფილო და 1 ვაშლი.

სადილი- გახეხეთ ვაშლი და სტაფილო, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი თაფლი და ლიმნის ცედრა.

ვახშამი- 4 მოთუშული ვაშლი, შეგიძლიათ დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი.


"მეხუთე დღე":

იკლებთ 2 კილოგრამამდე.

საუზმე- მოხარშული 2 სტაფილო და 1 ჭარხალი, ასევე შეგიძლიათ მიირთვათ უმად.

სადილი- 1 ჭიქა ჰერკულესის ფაფა, მოხარშული ჭარხალი და 2 მოხარშული კვერცხი.

ვახშამი- გახეხილი სტაფილო რამდენიც გნებავთ თაფლთან ერთად.


image
"მეექვსე დღე":

გაიმეორეთ პირველი დღის მენიუ.


"მეშვიდე დღე":

გაიმეორეთ მეორე დღის მენიუ.



დიეტის დროს აუცილებლად უნდა დალიოთ ჩვეულებრივი და მინერალური წყალი, ასევე დაშვებულია მწვანე ჩაი. გაზიანები, მარილი და შაქარი გამორიცხულია. თუ მოგშივდებათ, შეგიძლიათ მიირთვათ მხოლოდ ვაშლი.


გისურვებთ წარმატებებს.

5
17989
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
17989
  
2018, 28 აპრილი, 22:49
მეც ეგ გავიგე ალბატ ლიმონი კარგიაო და მაგიტომ ვჭამ ლიმნის ვაფტლს დღეში ორ სამ კილოს
2018, 28 აპრილი, 22:45
ლიმნით კარგია:)))))
2018, 28 აპრილი, 22:26
ვერ გეტყვი, შორე, ჩემი შედგენილი არაა :(
2018, 28 აპრილი, 22:25
მაკა ლიმნის გარეშე არაა
2017, 19 მაისი, 22:27
ჩემი აზრით კარგია
0 1 5